ზოდიაქოს ნიშნების განუმეორებელი კოცნა

ზოდიაქოს ნიშნების განუმეორებელი კოცნა
არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ზუსტად თქვენსავით იცის კოცნა. კოცნის მიხედვით ადამიანის ხასიათზე ბევრი რამის გაგება შეიძლება. გაიგეთ, თუ როგორ კოცნის ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.

ვერძი
ვერძის მთელი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა იყრის თავს მის მგზნებარე კოცნაში, რომელსაც სამუდამოდ დაიმახსოვრებთ.

კურო
თითქოს უკიდეგანო ოკეანის უნაზესი წყალი ელამუნება მთელ სხეულს... ასეთ სასიამოვნო კოცნას გამოცდით, თუკი გაგიმართლებთ და კუროს ყურადღებას მიიპყრობთ.

ტყუპები
სიკაშკაშე და განუმეორებლობა - აი ტყუპების კოცნის მთავარი მახასიათებელი. საკმარისია, ერთხელ განიცადოთ, რომ არასოდეს მოგინდებათ იმ ხაფანგიდან თავის დაღწევა, რომელშიც მოხვდით.

კირჩხიბი
გრძნობათა სიღრმე, სინაზე, ნეტარება... და ეს ყველაფერი კირჩხიბის ერთ კოცნაში. მეშვიდე ცაზე აღმოჩნდებით, სადაც დაუვიწყარი ნეტარება გელით წინ.

ლომი
ძალაუფლებისა და სინაზის წარმოუდგენელი შერწყმა, რომელიც მხოლოდ მეფეებს ახასიათებთ. ამას მხოლოდ გახურებულ მაგმას თუ შევადარებთ, რომელიც სინაზის ცივ ოკეანეში ხვდება.

ქალწული
ქალწულის კოცნა სამუდამოდ დაგატყვევებთ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქალწულები სიამოვნების მინიჭებისთვის არიან დაბადებული. ამ სიამოვნების გახანგრძლივებას აუცილებლად მოინდომებთ.

სასწორი
სასწორის მათრობელა კოცნა თავბრუს დაგახვევთ, ის აუცილებლად გამოგირთავთ ტვინს და გააღვიძებს ყველა შინაგან გრძნობას.

მორიელი
მორიელის კოცნა თბილი წვიმის ქვეშ გასეირნებას ჰგავს. ამ მათრობელა ნექტარს ერთი წამითაც ვერ მოსწყდებით.

მშვილდოსანი
თუკი მშვილდოსნის კოცნას მოიპოვებთ, მოემზადეთ სიამოვნების სამყაროს შესაგრძნობად. მათ ღრმა და მაიპნოტიზირებელი კოცნა იციან, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ.

თხის რქა
არავითარ შემთხვევაში არ მოგინდებათ ამ ხანგრძლივი და ვნებიანი კოცნის დასრულება. დატბით ყოველი მომენტით და ნუ იჩქარებთ.

მერწყული
მერწყულის კოცნა ცხელი ზაფხულის დღეს ზღვის ტალღებით გაგრილებას ჰგავს. ასეთი კოცნა შთაგაგონებს რაიმე ახალის შესაქმნელად და თავისუფლების შესაგრძნობად.

თევზები
ყველაფერში იდეალურები - ასე შეიძლება დავახასიათოთ თევზები, კოცნაც არ არის გამონაკლისი. თევზები კოცნაში მთელ გრძნობასა და ვნებას დებენ - ფაქტობრივად, საკუთარ არსს.