სოკოს რაგუ მსუბუქი ვახშმისთვის

სოკოს რაგუ მსუბუქი ვახშმისთვის
Fpaparazzi გატყობინებთ, რომ 100 გრამი კერძი შეიცავს მხოლოდ 26,61 კკ-იას. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ იგი დიეტის დროს.
საჭირო მასალა:
  • 250 გ ქამა სოკო
  • 1თავი ხახვი
  • 1ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2ცალი საშუალო ზომის პომიდორი
  • 2ცალი მწვანე წიწაკა
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ყველა პროდუქტი გაასუფთავეთ და გარეცხეთ
2. ხახვი ზეთთან ერთად მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ დაჭრილი სოკო
3. შემდეგ დაუმატეთ წითელი და მწვანე წიწაკა...რამდენიმე წუთში კი კანგაცლილი და კუბებად დაჭრილი პომიდორი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით
4. ტაფას დააფარეთ თავსახური და და კერძი თუშეთ 15 წუთის განმავლობაში
ამ კერძს რეკომენდაციას უწევს დიეტოლოგი რეინ ფონ ფიგნერი. ასე, რომ გემრიელად მიირთვით.