კატლეტები კრაბის ჩხირებით

კატლეტები კრაბის ჩხირებით
Fpaparazzi ძალიან გემრიელი და ორიგინალური კერძის რეცეპტს გთავაზობთ. კატლეტები კრაბის ჩხირებით ძალიან გემრიელია და 100 გ პროდუქტი მხოლოდ 75,14 კკ-იას შეიცავს.
საჭირო მასალა:
  • კრაბის ჩხირები- 200გ
  • მაგარი ყველი- 200გ
  • კვერცხი- 2ცალი
  • ნიორი- 3 კბილი
  • დაფხვნილი ორცხობილა
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:
1. კრაბის ჩხირები დააბლენდერეთ ან გახეხეთ სახეხზე
2. ყველიც უმჯობესია მსხვილ სახეხზე გახეხოთ
3. გახეხილი კრაბის ჩხირები და ყველი მოათავსეთ ერთ ჯამში. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კვერცხი. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ პილპილი და კარგად აურიეთ.
4. მიღებული მასას მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილაში და შეწვით ზეთმოსხმულ ტაფაში ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება. მზა კატლეტები დააწყვეთ ხელსახოცზე ან თხელ პირსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.
5. კატელეტები შეგიძლით მიირთვათ როგორც თბილი, ისე ცივი.
გემრიელად მიირთვით.