როგორ დავამზადოთ როზმარინის სპირტი, ცელულიტის გარანტირებულად დასამარცხებლად?!

როგორ დავამზადოთ როზმარინის სპირტი, ცელულიტის გარანტირებულად დასამარცხებლად?!
მიუხედავად იმისა, რომ როზმარინის სპირტის შეძენა უკვე დამზადებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი, უმჯობესია ის საკუთარი ხელით, სახლში დაამზადოთ, რომ უზრუნველყოთ მისი სისუფთავე და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.

ცელულიტი - რბილი ქსოვილის ანთების გამო წარმოიქნება, რაც თავისმხრივ სისხლის მიმოქცევით ან ლიმფური სისტემის პრობლემით არის გამოწვეული. ცელულიტი კანქვეშ ცხიმების მცირე ჯაჭვებით ხასიათდება, რომელიც ორმოებივით ან ცნობილი "ფორთოხლის კანის" მზგავსად გამოიყურება. მსოფლიოს ქალების 90% ზე მეტი შეხებია ამ პრობლემას მუდმივი ჰორმონალური ცვლილებების, ჭარბი წონოს ან საპირისპირო მიზეზის გამო.


როგორ დაგვეხმარება როზმარინის სპორტი, ცელულიტის დამარცხებაში?
როზმარინის სპორტი - ეს ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი მცენარეული საშუალებაა. ის ფლობს ძლიერ ანთებისაწინააღმდეგო თვისებებს, რაც სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, გვეხმარება სითხის დაგროვებასთან ბროძალში და გვეხამრება კანის ანთების მოხსნაში.
ის ასევე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალება (ტონიკი), რომელიც გამოდგება კანის გასამკვრივებლად და ჩამოწელვის ასარიდებლად. ამ მნიშვნელოვანი ფასეულობების წყალობით, მრავალი ქალბატონი უკვე მრავალი წელია როზმარინის სპორტს ყოველდღიურად იყენებს კანის მოსავლელად.
მიუხედავად ამისა, მანამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ მისი გამოყენების ან არ გამოყენების ტაობაზე, მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ ეს არ არის "ჯადოსნური" პროდუქტი რეკლამებიდა, რომლებიც მყისიერ შედეგებს გვპირდება. იმის მიუხედავად, რომ დამტკიცებულია როზმარინი ფლობს მრავალ დადებით თვისებას, რაც ცელულიტის შემცირებას უწყობს ხელს, ჩვენ არ უნდა გვქონდეს მისი სრულად მოშორების იმედი, თუკი ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მავნე ჩვევებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემასთან საბრძოლველად, აუცილებელია საკვები რაციონის გაუმჯობესება, გამოძებნოთ დრო ვარჯიშისთვის და ა.შ.


როზმარინის სპირტის რეცეპტი შინ დასამადებლად

როზმარინის სპირტის შეძენა როგორც თავში ავღნიშნეთ შესაძლებელია აფთიაქებში და ჯანსაღი კვების მაღაზიებში. მიუხედავად ამისა FPAPARAZZI ს რედაქცია გირჩევთ ის სახლის პირობებში, საკუთარი ხელით მოამზადოთ იმისათვის, რომ გარანტირებულად დაიცვათ ინგრედიენტების მაღალი ხარისხი და სისუფთავე, ამით თქვენ გეცოდინებათ, რომ მიღებული პროდუქტი 100% ორგანული და უვნებელია.

ინგრედიენტები:
  • ნედლი როზმარინის 5 ღერო, ფოთლებით და ყვავილებით
  • ¾ ჭიქა სპირტი 96º (150 მლ)
  • 1 მინის ბოთლი (ჰერმეტული თავსახურით)


მომზადების წესი:
  1. წვრილად დაჭერით როზმარინის ტოტები და მოათავსეთ ისინი ბოთლში.
  2. დაუმატეთ ეთილის სპირტი, დარწმუნდით, რომ მან დაფარა ტოტები.
  3. ჰერმეტულად დაახურეთ თავსახური, მოათავსეთ ბნელ ადგილას და დააყენეთ მინიმუმ 15 დღე.
  4. ამ დროის გასვლის შემდეგ, აიღეთ სუფთან ქსოვილი და გაფილტრეთ სპირტი, როზმარინის ტოტების მოსაშორებლად.


გამოყენების წესი:
  1. პირველი რისი გაკეთებაცაა საჭირო, ეს არის ამქერცლავი საშუალების კანზე დატანა, კანის შემწოვი თვისებების ასამაღლებლად.
  2. ამის შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ არე, რომელზეც ცელულიტი ჩანს, ჩაალბეთ ბამბის რამოდენიმე ნაჭერი სპირტში და დაიზილეთ მისით კანი, ნაზი მასაჟით.
  3. მასაჟი აღმავალი მოძრაობებით შეასრულეთ. დაიწყეთ მუხლზედა არიდან და აყევით ზევით.
  4. მოახდინეთ ძალისხმევის ფოკუსირება ფეხის უკანა ნაწილზე, დუნდულების ოდნავ ქვემოთ, ეს არის არე,რომელზეც ცელულიტი ყველაზე ხშირად იჩენს თავს.
  5. კანს მიეცით სპირტის შეთვისების საშუალება 15 წუთის მანძილზე და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  6. უკეთესი შედეგების მისაღწევად პროცედურა გამაძლიერებელი კრემით დაასრულეთ.
  7. როზმარინის სპირტის პროცედურა გამოიყენეთ ყოვედღიურად, ყურადღება მეტად პრობლემურ ზონებზე გაამახვილეთ.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ეფექტი შესაძლია მყისიერად კი არა მხოლოდ მაშინ გახდეს თვალსაჩინო, როდესაც ამ მკურნალობას თანმიმდევრულად დავიცავთ.
შეეცადეთ მოიკრიბოთ მოთმინება და მიჰყვეთ ყველა ჩვენს რეკომენდაციას, პირველი გასახარი შედეგების უმოკლეს დროში მისაღებად.
თქვენ ყველა ინგრედიენტის შეძენა უახლოეს მცენარეულ აფთიაქში შეგიძლიათ დღესვე, ასე რომ დაამზადეთ როზმარინის სპირტი თუკი ცელულიტმა თავი მოგაბეზრათ.

გაგვიზირეთ თქვენი შთაბეჭდილებები და აზრები კომენტარებში, მოგვწერეთ თქვენი რეცეპტები და რაც მთავარია არ დაიზაროთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება.