სწრაფი, მარტივი, მაგრამ უგემრიელესი შოკოლადის ტორტი

სწრაფი, მარტივი, მაგრამ უგემრიელესი შოკოლადის ტორტი
ეს დესერტი მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ გარეგნულადაც და გემოთიც ისეთია, რომ ნამდვილად დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას, ასე რომ, fpaparazzi გირჩევთ, გამოაცხოთ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი – 3 ჭიქა
  • კეფირი – 300 მლ
  • კვერცხი – 3 კვერცხი
  • კარაქი – 100 გ
  • შაქარი – 1 ჭიქა
  • სოდა – მწიკვი
  • კაკაო – 50 გ
  • გახეხილი შოკოლადი – 100 გ

მომზადების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი (სოდა გახსენით ძმარში).
  2. ჩაასხით შოკოლადის ცომი პერგამენტჩაფენილ ქვაბში.
  3. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთი.
  4. გამომცხვარ ბისკვიტს მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!