ჩირებით სავსე ფუმფულა კექსი

ჩირებით სავსე ფუმფულა კექსი
ითვლება, რომ ნამცხვარი ზედმეტი არასოდეს არის, ამიტომაც fpaparazzi ამ რეცეპტს გიზიარებთ. დააყენეთ არომატული ჩაი და შეუდექით ცხობას.
საჭირო მასალა:
  • თხილებისა და ჩირების ნარევი (300-400 გ)
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყავისფერი შაქარი 6 ს/კ
  • ფქვილი 6 ს/კ
  • გამაფხვიერებელი 1/2 ჩ/კ

მომზადების წესი:
  1. კურაგა და შავი ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად, შეურიეთ თხილეულს და სხვა ჩირებს.
  2. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ჩირებისა და თხილეულის ნაზავი.
  3. დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერები, აურიეთ კარგად.
  4. გამოსაცხობ ფორმას წაისვით ცხიმი და ჩაასხით მიღებული მასა.
  5. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებიით 45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!