ნოყიერი და ძალიან გემრიელი ქათმის ბეფსტროგანოვი

ნოყიერი და ძალიან გემრიელი ქათმის ბეფსტროგანოვი
ქათმის ბეფსტროგანოვი ისევე მზადდება, როგორც საქონლის ხორცის, ოღონდ ბევრად უფრო სწრაფად. ამიტომაც, fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს კერძი ვახშმისთვის.
საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე – 600 გ
  • არაჟანი – 2 სუფრის კოვზი
  • ტომატის პასტა – 1 სუფრის კოვზი
  • ხახვი – 2 თავი
  • ფქვილი – 0,5 ჭიქა
  • ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • ბულიონი (შეგიძლიათ წყალში გახსნილი ბულიონის კუბიკები გამოიყენოთ) – 1,5 ჭიქა
  • მარილი – გემოვნებით
  • პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. გარეცხილი და გამშრალებული ქათმის ფილე დაჭერით დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
  2. ოდნავ დაბეგვეთ და კვლავ დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
  3. ახლა ვამზადებთ სოუსს. ამისათვის აიღეთ ქვაბი, ჩაასხით მასში არაჟანი და შეურიეთ ტომატპასტა და ბულიონი.
  4. დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  5. ქათმის ფილე ამოავლეთ ფქვილში და მოათავსეთ საწურში, რათა ზედმეტი ფქვილი დაიფერთხოს.
  6. დაჭერით ხახვი და ოდნავ მოხრაკეთ ზეთიან ტაფაზე.
  7. შემდეგ დააყარეთ ხახვს ქათმის ფილე და ძლიერ ცეცხლზე ხრაკეთ 5-6 წუთის განმავლობაში. თან ურიეთ.
  8. ახლა გადაიტანეთ ხორცი და ხახვი არაჟნის სოუსში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
  9. ბეფსტროგანოვი ძალიან უხდება კარტოფილის გარნირს, ან მაკარონსა და ბრინჯს.

გემრიელად მიირთვით!