სოუსი მაწვნით, კიტრითა და პიტნით

სოუსი მაწვნით, კიტრითა და პიტნით
ეს სოუსი ბევრი კერძის გარნირთანად გამოგადგებათ... ასევე შესანიშნავია სხვადასხვა სალათისთვის მაიონეზის მაგივრად. ამიტომაც fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ.
საჭირო მასალა:
  • მაწონი 250 გ
  • კიტრი 2 ცალი
  • პიტნა
  • კამა
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადების წესი:
  1. კიტრი დაჭერით პატარა კუბებად, მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 30 წუთი.
  2. შემდეგ გადაუღვარეთ წვენი და დააქუცმაცეთ ჩანგლით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
  3. დაასხით კიტრის მასას მაწონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შედგით მაცივარში 2-3 საათით.

გემრიელად მიირთვით!