ფრანგული კრემი შარლოტი ნებისმიერ ნამცხვრისთვის თუ ტორტისთვის

ფრანგული კრემი შარლოტი ნებისმიერ ნამცხვრისთვის თუ ტორტისთვის
fpaparazzi გთავაზობთ კარაქისგან და რძისგან მომზადებულ უნაზესი კრემის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ნამცხვრისთვის გამოგადგებათ. მეტი არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ კაკაო და.
რჩევა: ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის
საჭირო მასალა:
  • კარაქი – 200 გ
  • კვერცხი – 2 ცალი
  • შაქარი – 4 სუფრის კოვზი
  • რძე – 100 მლ
  • ვანილი – გემოვნებით
  • კონიაკი ან რომი – სურვილისამებრ

მომზადების წესი:
  1. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ასევე ვანილი. დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ.
  2. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე, თან გამუდმებით ურიეთ, სანამ არ გასქელდება. არ ხარშოთ და არ აადუღოთ!!! გააცივეთ.
  3. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
  4. ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, კარაქს დაუმატეთ კვერცხისა და რძის მასა. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ კონიაკი ან რომი სურვილისამებრ. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა.
  5. კრემი შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ან შეინახოთ მაცივარში, დახურულ ჭურჭელში, ოღონდ არა უმეტეს 3-4 დღისა.