ყველაზე გონებამახვილი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე გონებამახვილი ზოდიაქოს ნიშნები
კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა - შესანიშნავი თვისებაა. გაიგეთ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე პოზიტიური და ოპტიმისტურად განწყობილი.

ვერძი
ვერძებს ხუმრობაში ცოტა არ იყოს, უჭირთ, მაგრამ მათი პრეზენტაბელური იერი და კარგი რეპუტაცია იმდენად დამაჯერებელია, რომ მათ მიერ მოყოლილ ანეკდოტებს მუდამ აპლოდისმენტები მოსდევს. ვერძების გაცინება კი იოლი საქმეა.

კურო
კუროები, როგორც წესი, გრძნობენ, როდის უნდა გაიცინონ და როდის - არა. მათ იშვიათად ესმით შენიღბული იუმორი, უფრო მიწიერ, ხანდახან შავ იუმორსაც აფასებენ.

ტყუპები
ტყუპები იუმორის ნამდვილი დამფასებლები არიან. მათ სახალისო ფრაზების, ხუმრობებისა და ანეკდოტების დიდი კოლექცია აქვთ და ნებისმიერი საზოგადოების გმირი ხდებიან ამის წყალობით.

კირჩხიბი
ნატიფი ბუნების მქონე კირჩხიბებს არ უყვართ უხამსი და უხეში ხუმრობები - მათთვის მისაღებია კეთილი სახალისო ამბები. ისინი შენიღბულ, სხვებისთვის გაუგებარ იუმორს აფასებენ. მეტად უსმენენ, ვიდრე თავად ყვებიან, მაგრამ თუ ხუმრობენ, ამას გემოვნებიანად აკეთებენ.

ლომი
ლომებს უყვართ საზოგადოების ცენტრში ყოფნა და ხშირად ყვებიან ხუმრობებს. მათი გაცინება კი უმჯობესია მოკლე ფრაზებით და არა გრძელი ანეკდოტებითა და ისტორიებით.

ქალწული
ქალწული პროფესიონალური, ცინიკური და შავი იუმორის დიდი მოყვარულია. მათ მსგავსი ხუმრობების მთელი არსენალი აქვთ და საჭირო დროს მუდამ იყენებენ. საოცრად გონებამახვილ ქალწულებს ერთი ფრაზით შეუძლიათ სიცილისგან მუცლის ტკივილი გამოიწვიონ.

სასწორი
გონებამახვილი სასწორები საზოგადოების გული და სული ხდებიან, და თუ ამ საზოგადოებაში მერწყული და ტყუპები გაერია, ჩათვალეთ, ძალიან გაგიმართლათ. განუწყვეტელი სიცილის სეანსი გარანტირებულია. სასწორების გაცინება კი რთული ამოცანაა, თუ იცინიან - მხოლოდ საკუთარ ხუმრობებზე.

მორიელი
მორიელები ახალი და ორიგინალური ხუმრობების კურსში არიან და მუდამ კრეატიულად ხუმრობენ. მათი გაცინება კი რთულია - მხოლოდ ხარისხიანი და ორიგინალური ხუმრობით. მაგრამ თავად მორიელის დაცინვას არ გირჩევთ, თუნდაც საერთოდ არ იყოს საწყენი.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი მხოლოდ დროით კარგად გამოცდილ ხუმრობებს აღიქვამს. თავად ხუმრობა ცუდად გამოსდის. თუ მისი გაცინება მოისურვეთ, ძველი ანეკდოტები მოუყევით, ის გულიანად გაიცინებს, თუნდაც უკვე მოსმენილი ჰქონდეს, რადგან მაინც ვერ დაიმახსოვრა.

თხის რქა
თხის რქა იშვიათად ართობს საზოგადოებას, მაგრამ თავად კარგი ხუმრობების შემფასებელია. გაითვალისწინეთ, რომ მას კარგი მეხსიერება აქვს და ერთი და იმავე ხუმრობას ორჯერ ნუ გაიმეორებთ. ის უბრალოდ ინტერესს დაკარგავს თქვენდამი.

მერწყული
მერწყულის გაცინება ძალზედ იოლია, თავადაც ტემპერამეტნის წყალობით ნებისმიერს გააცინებს და კარგ განწყობაზე დააყენებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან გონებამახვილები არიან - ცინცხალი და ხარისხიანი ხუმრობების ნამდვილი საბადო აქვთ, რომელთაც ხშირად თავადვე იგონებენ.

თევზები
თევზები საზოგადოებაში ბევრს ხუმრობენ და კარგადაც გამოსდით, მათი გაცინებაც ადვილია, მაგრამ ყოველ ხუმრობაზე კარგად ფიქრდებიან და საკუთარ თავსაც მოარგებენ ხოლმე. გაცინებით კი გაიცინებენ, მაგრამ შეიძლება ჩუმად განაწყენდნენ.