წარმოუდგენელი სიმართლე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

წარმოუდგენელი სიმართლე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე
სახალისო ჰოროსკოპი, რომელიც იუმორით მოგვითხრობს სიმართლეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე. ისწავლეთ საკუთარ თავზე გაცინება.

ვერძი

პრიმიტიულად აგრესიულია ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, მუდამ თავით ცდილობს კედლის შენგრევას, რის გამოც მისი გონებრივი აქტივობა ქვეითდება. უყვარს ბევრი ლაპარაკი, ამასთან, თავად არავის უსმენს.

კურო
მეწვრილმანე ქვეშემძრომი. არასოდეს გაცურავს დინების საწინააღმდეგოდ, სიხარულით შეასრულებს ყველა მითითებას. გარეგნული ზრდილობიანობა და მოფერება უმალვე ინგრევა ყოველდღიურ ყოფაში, ის ოჯახის ნამდვილი ტერორისტი ხდება.

ტყუპები
როგორც ინტელექტუალური, ასევე ემოციური განვითარებაც ბავშვის დონეზე რჩება. მას არ სურს გაიზარდოს, მუდმივად პარაზიტობს ახლობლებზე. ნებისმიერ თემაზე საკუთარი აზრი გააჩნია, რომელიც წამში ერთხელ შეიძლება შეიცვალოს. წარმოუდგენლად ზარმაცი, რომელსაც არც ფიზიკური და არც გონებრივი დატვირთვა არ სურს.

კირჩხიბი
მუდმივი კონსერვატორი, რომელიც სრულიად უვარგისი თვითანალიზი ახასიათებს. ნუ ეცდებით, რაიმე ასწავლოთ, ის აუცილებლად შეგეკამათებათ. ხანდახან კლანჭებს უშვებს, თუმცა, უფრო ხშირად იმალება აბჯარს უკან, საიდანაც ყველას ტალახს ესვრის.

ლომი
ლომის ყველას რაღაც მართებს, ამაში დარწმუნებულია. ყველას განკარგავს და თავად არაფრის გაკეთება სურს. მის მადას ვერცერთი საფულე ვერ უძლებს. უყვარს, როდესაც სამყარო მის გარშემო ბრუნავს. სრული სერიოზულობით ფიქრობს, რომ მსოფლიო საჭიროებს, რომ მან მართოს ყველა.

ქალწული
ტვინის წამღები და ყველაფერში პედანტური, რაც აღიზიანებს როგორც შინაურებს, ასევე კოლეგებს. მისი კირკიტი აფსურდულ ფორმას იღებს, არასწორად დადგმული ჭიქა შეიძლება სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდეს. დაივიწყეთ იმპროვიზაციაზე, მას ყველა დღე გაწერილი აქვს.

სასწორი
ამ ნიშანმა ყველა წარუმატებლობას ერთად მოუყარა თავი. ყველაფრის გაკეთება სურს ერთდოულად, საბოლოოდ კი არაფერი გამოსდის. ხელოვნებისადმი საერთოდ არაა მიდრეკილი, არც იუმორის გრძნობა გააჩნია. ფული არასოდეს აქვს, ამასთან, არც მუშაობა სურს.

მორიელი
არც ეცადოთ, მიუახლოვდეთ მორიელს. მოგაჯადოვებს, დაგღეჭავს და გადმოგაფურთხებს. მისი ბუნება ითხოვს ყველაფრის განადგურებას, თუ კი მიზნის მიღწევას ეხება საქმე. უყვარს იმათი დაცინვა, ვინს მასზეა მიჯაჭვული.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ერთდოულად გახარებულ იდიოტს და წარმოუდგენელ კირკიტას ჰგავს. უყვარს ჭკუის სწავლება, რამაც არ შეიძლება, არ გაგაღიზიანოს. საკმარისია რამდენიმე წუთიც და თქვენ მოგინდებათ ეს ვაი-მასწავლებელი მიასიკვდილოთ.

თხის რქა
ნამდვილი ცივსისხლიანი მანიაკი, უსულო და უგულო. სამსახურში - ტირანი. მისი ცხოვრების აზრი სხვების განადგურებაა. მაგრამ თუკი მას დაჯაბნით, უვარგისი ბოსტნეულივით გახდება.

მერწყული
ნუ ეცდებით მერწყულის პოვნას ჩვენს სამყაროში, ის აქაურობას არ ეკუთვნის. არასოდეს ასრულებს დანაპირებს, იმიტომ რომ უმალვე ავიწყდება. არასოდეს აქცევს ყურადღებას ახლობლებს, ნებისმიერ მომენტში გააგზავნის ჯანდაბამდე მათ.

თევზები
ნამდვილი მატყუარა და ფანტაზიორი. ნუ დაუჯერებთ მის ერთ სიტყვასაც კი, ნებისმიერ ისტორიას მოყოლამდე ერთი წამით ადრე იგონებს. უყვარს სხვისი საიდუმლოებების გაგება, შემდეგ კი მათი გავრცელება.