ზოდიაქოს თითოეული ნიშნის უნიკალური სუპერძალა

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის უნიკალური სუპერძალა
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გააჩნია უნიკალური სუპერძალა. გაიგეთ, თუ რომლით დაგაჯილდოვათ თქვენ ვარსკვლავებმა!

ვერძი - ვნება
ვერძის წარმოუდგენელი ენერგეტიკა, შეუპოვრობა და ქარიზმა ფაქტობრივად, გითრევთ სიყვარულის მორევში. მეტიც, ვერძები ლოგინში საუკეთესო პარტნიორებად მიიჩნევიან.

კურო - გურმანი
კუროებს ტორტის კენწეროს ყველაზე ტკბილი ალუბალი ეგრებათ მუდამ, რადგან მიჩვეული არიან, მხოლოდ საუკეთესოს მიღებას. და ეს ცხოვრების ყველა სფეროში აისახება.

ტყუპები - ინტელექტი
უდავოდ, არსებობს ადამიანები, ვინაც მეტი იციან, მაგრამ ტყუპებმა საუკეთესოდ იციან ცოდნის გამოყენება. მათ მუდამ უამრავი ინფორმაცია ახვევია გარს, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

კირჩხიბი - ემოცია
ზღვა ემოციების მიუხედავად, კირჩხიბები მუდამ საკუთარ თავში იკლავენ განცდებს. მაგრამ, ამასთან, ძალიან მგრძნობიარე პიროვნებები არიან.

ლომი - საკუთარი თავის სიყვარული
ნუ მიიღებთ ამას, როგორც ნაკლს. ვისაც საკუთარი თავი უყვარს, ის სხვის შეყვარებასაც შეძლებს! თუ ლომების სიმპათია დაიმსახურეთ, იცოდეთ, რომ ის გულწრფელია.

ქალწული - ერთგულება
თანდაყოლილი პედანტურობა, უბრალოდ, სხვა არჩევანს არ ტოვებს. ქალწულები პარტნიორს სამუდამოდ ირჩევენ, დიდ ხანს ეძებენ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

სასწორი - კომუნიკაბელურობა
სასწორები ვერ იტანენ სიმარტოვეს, თუ გსურთ, ასიამოვნოთ ისინი, დაუთმეთ რამდენიმე საათი მასთან ურთიერთობას.

მორიელები - მზაკვრულობა
ნუ გაანაწყენებთ მორიელებს და არც განაწყენებული დარჩებით თავად. თუ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შურისძიება გადაწყვიტეს, ეს იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ მაწყენარს საბოლოოდ არ გაანადგურებენ.

მშვილდოსანი - სილამაზე
სილამაზე - განზოგადოებული ცნებაა, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლებს გააჩნიათ როგორც ბუნების ბოძებული სილამაზე, ასევე თავის მოვლის შესანიშნავი ნიჭი.

თხის რქა - მიზანდასახულობა
ნუ შეგეშლებათ ეს ვერძის თავდაჯერებულობაში. თხის რქები, უპირველეს ყოვლისა, სტრატეგიულ აზროვნებასა და დაგეგმვას იყენებენ.

მერწყული - გენიალურობა
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ სიზარმაცემ მიანიჭა მათ მეტსახელი - ”გენიალური”. რატომ უნდა დაიძაბო ზედმეტად, თუ ყველაფრის გაკეთება პირველივე ცდაზე შეიძლება ზედმეტი ძალდატანების გარეშე?

თევზები - სულის სიმტკიცე
სენტიმენტალურობისა და მგრძნობიარობის მიუხედავად, თევზები ყველაზე ძლიერ ნიშნად მიიჩნევიან სულიერი სიმტკიცით, ყველაფერი კი მეოცნებეობის ბრალია. ნებისმიერი პრობლემისას, ისინი საუკეთესო შედეგს იგონებენ და იღწვიან მისკენ თავდაუზოგავად.