ყავისა და რაფაელოს უნაზესი მიქსი ერთ სასმელში

ყავისა და რაფაელოს უნაზესი მიქსი ერთ სასმელში
fpaparazzi-ის რედაქციამ შეგირჩიათ რაცეპტი, რომელიც ძალიან მოეწონებათ ყავისა და რაფაელოს მოყვარულებს
საჭირო მასალა:
  • ყავა ესპრესო - 300 მლ
  • ქოქოსის ლიქიორი -6 ს.კ
  • ნაღები 10% - 100 მლ
  • ათქვეფილი ნაღები- გემოვნებით
  • ქოქოსის ფანტელი -1 ჩ.კ

მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ ესპრესო ყავის აპარატში. თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი მაგარი ყავა მოხარშეთ. ჭიქებს გამოავლეთ ცხელი წყალი.
  2. თითოეულში გაანაწილეთ ლიქიორი და ნაღები, ზემოდან დაასხით ყავა.
  3. მირთმევამდე ყავა გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით, ქოქოსით ან შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით.