სოკო არაჟანში

სოკო არაჟანში
fpaparazzi-ი ქამა სოკოს ორიგინალურად მომზადებას გასწავლით.
საჭირო მასალა:
  • ქამა სოკო - 600 გ
  • არაჟანი - 250 გ
  • ხახვი -1-2 თავი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ფქვილი- 1 ს.კ

მომზადების წესი:
  1. ქამა სოკო კარგად გავრეცხოთ და გავასუფთაოთ.
  2. შემდეგ ოდნავ შევაშროთ და დავჭრათ ჩვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად.
  3. ცხიმდასხმულ ტაფაზე დავყაროთ სოკო და როგორც კი ოდნავ დაიბრაწება.
  4. მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და კიდევ ვშუშოთ რამდენიმე წუთით.
  5. შემდეგ სოკოს დავაყაროთ ფქვილი. მოვურიოთ და მოვასხათ არაჟანი.
  6. წამოვადუღოთ და 1-2 წუთში გამოვრთოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით.