მაკარონი პამიდვრის სოუსით

მაკარონი პამიდვრის სოუსით
fpaparazzi-ი მაკარონის მოყვარულებს გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს სწრაფი კერძი.
საჭირო მასალა:
  • მაკარონი- 500გ
  • პომიდორი- 200გ
  • პამიდორი ჩერი- 200 გ
  • ნიორი -2 კბილი
  • რეჰანი ან შაშკვლავი- 1 კონა
  • მარილი გემოვნებით
  • მწარე წითელი წიწაკა

მომზადების წესი:
  1. პამიდორს დაასხით მდუღარე, გააცილეთ კანი და დააბლენდერეთ ან გახეხეთ.
  2. პომიდორი ჩერი ორად გაჭერით (თუ არ გაქვთ, მომცრო ზომის პომიდვრები გამოიყენეთ).
  3. ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ და მოშუშეთ დაჭრილი ნიორი და წითელი წიწაკა.
  4. ტაფაზე დაამატეთ დაბლენდერებული და დაჭრილი პამიდორიც.
  5. შუშეთ 6-7 წუთი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი რეჰანი და მარილი გემოვნებით.
  6. ბოლოს დაამატეთ მოხარშული მაკარონი, კარგად აურიეთ, 1-2 წუთი შუშეთ და კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით.