ვაშლი კარამელში - მსუბუქი და გემრიელი დესერტი!

ვაშლი კარამელში - მსუბუქი და გემრიელი დესერტი!
fpaparazzi გთავაზობთ ძალიან გემრიელ დესერტს, რომელიც მარტივად მზადდევა. გირჩევთ, გამოიყენოთ წვნიანი და მომჟაო ვაშლის ჯიში.
საჭირო მასალა:
  • 6 პატარა ზომის ვაშლი
  • 300 გ შაქარი
  • 20 გ კარაქი
  • 1 ს.კ. თეთრი ღვინის ან ვაშლის ძმარი
  • 1 ს.კ. წყალი
  • 30 მლ ნაღები (20-30 % ცხიმიანობის)
  • მსხვილი ხის ჩხირები

მომზადების წესი:
  1. გარეცხეთ ვაშლი და კარგად გაამშრალეთ. მოაცალეთ ყუნწები და მათ ადგილას გაუყარეთ ხის ჩხირები.
  2. დანარჩენი ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში.
  3. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს. დაგჭირდებათ 10-20 წუთი.
  4. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, მზად არის თუ არა კარამელი, თეფშზე დააწვეთეთ. ცოტა ხანში ის უნდა გამაგრდეს.
  5. ამოავლეთ ვაშლი კარამელში და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ, ან კარაქწასმულ თეფშზე.
  6. გააჩერეთ, სანამ კარამელი ბოლომდე არ გამაგრდება, შემდეგ კი დატკბით უგემრიელესი დესერტით.