დაიყენეთ ბრტყელი მუცელი ამ 2 წუთიანი უმარტივესი მასაჟის მეშვეობით

დაიყენეთ ბრტყელი მუცელი ამ 2 წუთიანი უმარტივესი მასაჟის მეშვეობით
მუცლის ქონი ქალებისა და კაცების საერთო პრობლემაა. მუცლის შუაში დაგროვებული ცხიმები ბევრისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჯანმრთელობისთვის ბევრად სერიოზული პრობლემების მაჩვენებელი ნიშანიც კი შეიძლება იყოს.

ცხიმების დაგროვება ჩვენს სხეულზე ბევრი სხვადასხვა სახის მიზეზით შეიძლება მოხვდეს, მაგალითად: ასაკი, არასწორი კვება, დიდი რაოდენობით შაქარი, ძილის ნაკლებობა და სტრესი.

ჩვენს ორგანიზმში არსებული პრობლემები ზოგჯერ სასიკეთოდაც შეიძლება აისახოს ჩენს ჯანმრთელობაზე. არის შემთხვევები, როდესაც ჯანსაღი დიეტისა და ფიზიკური აქტივობების დახმარების შედეგად ცხიმები მაინც არ შორდება მუცლის არეს. ორგანიზმი ამ ცხიმს სხვადასხვა მიზეზის გამო ინახავს. ცხიმები იცავს თქვენს შინაგან ორგანოებს და ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით შიმშილის შემთხვევაში.

იმისათვის, რომ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმები და ვაიძულოთ ორგანიზმი მათი ენერგიის წყაროდ ქცევაში, აუცილებელია საკვები ნივთიერებების მიღებისა და წვის ბალანსის შენარჩუნება. ვარჯიში ამაღლებს ორგანიზმში ენერგიულობის მოთხოვნას და ასწრაფებს მეტაბოლიზმის პროცესს, რასაც ცხიმების დაკარგვამდე მივყავართ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ორგანიზმს საკვების გადამუშავების პრობლემა აქვს, ცხიმების მოშორების პროცესი შეიძლება შენელდეს ან საერთოდ ვერ განხორციელდეს.

დამსახურებული მედიკოსის სტივენ ჩანგის თქმით, 2 წუთიანი მასაჟის მეშვეობით თქვენ შეძლებთ სისხლის მიმოქცებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას, რაც თავისმხრივ მუცლიდან ცხიმების მოშორებას გულისხმობს.

ჩინური მასაჟის ტექნიკა შეიცავს რამდენიმე სახის ვარჯიშს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და დეტოქსიკაციის გასაძლიერებლად.

ამ მეთოდის უპირატესობები:
  • ცხიმოვანი ფენების შემცირება
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ეფექტურობის ზრდა
  • ნაწლავის დეტოქსიკაცია
  • ყაბზობის გაქრობა
  • მუცლის არის ორგანოების სტიმულირება
  • ისეთი პრობლემების გაქრობა, როგორიცაა ღებინება და კუჭის აშლილობა

იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი გაიკეთეთ ეს მასაჟი დღეში 2-ჯერ საუზმის და ძილის წინ.

მაგარ ზედაპირზე დაწექით ზურგით. ახახუნეთ ხელის გულები ერთმანეთზე მანამ სანამ ხელები არ გაგითბებათ. დაიდეთ ერთი ხელი ჭიპზე ცოტა ზევით და წრიული მოძრაობით დაიწყეთ მასირება. თითო კრუგს მოანდომეთ 1-2 წამი. მთელი ყურადღება გამახვილებულია ხელის იმ სითბოზე, რომელსაც ხახუნის დროს იღებთ. 2 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ დაახლოებით 40-50 წრიული მოძრაობა. არ დაგავიწყდეთ მუცლის თბილად შენახვა ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც.