ყველის სუპი ფრანგულად

ყველის სუპი ფრანგულად
ამ კერძის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს. FPAPARAZZI-მა ფრანგული ვერსია შეგირჩიათ.
საჭირო მასალა:
  • 400-500 გ ქათმის ფილე
  • 200გ მდნარი ყველი
  • 400გ კარტოფილი
  • 150გ ხახვი
  • 180გ სტაფილო
  • კარაქი
  • მარილი, პილპილი, მწვანილი, დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:
  1. მოზრდილი ზომის ქვაბში ჩადეთ ფილე, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
  2. როდესაც ბულიონი ადუღდება, დაუმატეთ 1 ჩ.კ მარილი, შავი წიწაკის რამდენიმე მარცვალი და 3 დაფნის ფოთოლი.
  3. ადუღებიდან ხარშეთ 15-20 წუთით.
  4. შემდეგ კი ბულიონიდან ხორცი ამოიღეთ.
  5. კარტოფილი და ხახვი დაჭერით კუბებად. სტაფილო გახეხეთ.
  6. ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
  7. მდნარი ყველი გახეხეთ სახეხზე.
  8. ბულიონში ჩაამატეთ კარტოფილი.
  9. ხახვი და სტაფილო ზეთში მოთუშეთ.
  10. დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი.
  11. შემდეგ დაუმატეთ ბულიონს და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი.
  12. შემდეგ ბულიონს დაუმატეთ დაჭრილი ხორცი და ხარშეთ 3-4 წუთი და დაამატეთ მდნარი ყველი.
  13. შემდეგ კარგად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით

გემრიელად მიირთვით.