კეფირზე მოზელილი ყველაზე ჰაეროვანი და ფაფუკი ცომი ფუნთუშებისთვის

ამ რეცეპტით შესანიშნავი და შეიძლება ითქვას, უნივერსალური ცომი გამოდის. ამიტომაც, fpaparazzi-მ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ ეს რეცეპტი. მოამზადეთ მისგან, რაც მოგესურვებათ: პიცით დაწყებული, ფუნთუშებით დამთავრებული.
საჭირო მასალა:
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 0,5 ჭიქა ზეთი
  • 1 შეკვრა (11 გ) საფუარი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 3 ჭიქა ფქვილი

მომზადება:
  1. კეფირი შეურიეთ ზეთს და ცოტათი შეათბეთ, დაუმატეთ მარილი და შაქარი.
  2. ფქვილში აურიეთ საფუარი და თანდათანობით ჩაასხით კეფირის მასა.
  3. მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
  4. სანამ ცომი აფუვდება, შეგიძლიათ მოამზადოთ გულსართი (ნებისმიერი, მარილიანი გსურთ, თუ ტკბილი).
  5. ღუმელის ფირფიტას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  6. ცომი გაყავით სასურველ ნაწილებად.
  7. მიეცით ღვეზელის ფორმები და დაალაგეთ პერგამენტაფენილ ფირფიტაზე.
  8. სანამ ღუმელი გახურდება, გააჩერეთ ცომი 10 წუთი.
  9. შემდეგ გადაუსვით ფუნთუშებს კვერცხი.
  10. შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში იქამდე, სანამ ფუნთუშები არ დაიბრაწება..
  11. ამ ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი რამ: პიცა, ღვეზელები, ფუნთუშები (შეგიძლიათ ცომში დაუმატოთ ვანილი, ცოტა მეტი შაქარი და სულ ცოტა გამდნარი კარაქი ან მარგარინი).
  12. ცომი ყოველთვის შესანიშნავი გამოდის.