სასარგებლო პაშტეტი ქათმითა და სტაფილოთი

სასარგებლო პაშტეტი ქათმითა და სტაფილოთი
ეს პაშტეტი იდეალურია პიკნიკებისა და შვეულების დროს. სასარგებლოცაა და თუკი ბავშვებთან ერთად ისვენებთ, იდეალური გამოსავალია მათ დასანაყრებლად. FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
  • 1 ქათმის თეთრი ხორცი ან ფილე
  • 2-3 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 3 ცალი მოხარშული კვერცხი
  • პილპილი, კამა და მარილი გემოვნებით
  • ვაშლის ძმარი

მომზადების წესი:
სტაფილო გაასუფთავეთ და რამდენიმე ნაწილად გაჭერით.
ქვაბში მოათავსეთ ქათმის ხორცი და სტაფილო, დაასხით წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
ხორცის მოხარშვამდე 5-10 წუთით ადრე შეგიძლიათ ჩაამატოთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი.
მას შემდეგ რაც ხორცი მოიხარშება, ქვაბი გადმოგდით ცეცხლიდან და აცადეთ შეგრილდეს ისე, რომ ბულიონი არ გადაუქციოთ.
ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, მოასხით ცოტა ვაშლის ძმარი და 5- 10 წუთით გააჩერეთ.
გაციებული ქათმის ხორცი სტაფილოსთან ერთად გატარეთ ხორცსაკებ მანქანაში.
ზემოდან დააყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი კამა და დამარინადებული ხახვი.
  1. სტაფილო გაასუფთავეთ და რამდენიმე ნაწილად გაჭერით.
  2. ქვაბში მოათავსეთ ქათმის ხორცი და სტაფილო, დაასხით წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
  3. ხორცის მოხარშვამდე 5-10 წუთით ადრე შეგიძლიათ ჩაამატოთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი.
  4. მას შემდეგ რაც ხორცი მოიხარშება, ქვაბი გადმოგდით ცეცხლიდან და აცადეთ შეგრილდეს ისე, რომ ბულიონი არ გადაუქციოთ.
  5. ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, მოასხით ცოტა ვაშლის ძმარი და 5- 10 წუთით გააჩერეთ.
  6. გაციებული ქათმის ხორცი სტაფილოსთან ერთად გატარეთ ხორცსაკებ მანქანაში.
  7. ზემოდან დააყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი კამა და დამარინადებული ხახვი.
  8. ყველაფერი ერთად აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გემრიელად მიირთვით.