ფარშირებული ბულგარული წიწაკა- ვიტამინების ნამდვილი საბადო

ფარშირებული ბულგარული წიწაკა- ვიტამინების ნამდვილი საბადო
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ეგ გემრიელი კერძი არ უყვარს. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-იმ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
  • ბულგარული წიწაკა 6 ცალი
  • ფარში 400გ
  • ბრინჯი 50გ
  • არაჟანი 200გ
  • ტომატის პასტა 150გ
  • სტაფილო 200გ
  • ხახვი 200გ
  • ნიორი 3 კბილი

მომზადების წესი:
  1. ბულგარულებს მოაჭერით თავები და გამოაცალეთ თესლი.
  2. გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში.
  3. დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთით.
  4. ხახვი დააქუცმაცეთ
  5. სტაფილო წვრილად გახეხეთ
  6. ნიორი დაჭყლიტეთ
  7. ხახვი და ნიორი მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და ერთად განაგრძეთ მოთუშვა.
  8. შემდეგ დაუმატეთ ფარში, ბრინჯი, არაჟანი, მარილი და პილპილი.
  9. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  10. წიწაკები ამოავსეთ მიღებული გულსართით.
  11. ერთმანეთში აურიეთ ცოტა არაჟანი და ტომატი ზეთთან ერთად და ჩაასხით ქვაბში, ჩააწყვეთ წიწაკები.
  12. დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ ფარავდეს წიწაკებს.
  13. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
  14. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დატოვეთ თავდახურული კიდევ 10 წუთი.

მიირთვით არაჟანთან ერთად.