როგორ გადააქვთ განშორება ზოდიაქოს ნიშნებს

როგორ გადააქვთ განშორება ზოდიაქოს ნიშნებს
არაფერია ამქვეყნად მარადიული. მათ შორის სიყვარულიც - რაოდენ რთული დასაჯერებელიც უნდა იყოს ეს. fpaparazzi შეეცადა, გაერკვია, როგორ გადააქვს ადამიანს განშორებით გამოწვეული სტრესი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თხის რქა
აჯობებს თავი მოიკლათ, ვიდრე თხის რქასთნ ურთიერთობა გაწყვიტოთ. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ჩამოგეკიდებიან და არსად გაგიშვებენ, არამედ იმაში, თუ როგორ გააგებინებთ მათ განშორების მიზეზს. უცნობია, რით შეიძლება დაარწმუნოთ თხის რქა თქვენი გადაწყვეტილების მართებულობაში.

მერწყული
ფერფლი და ცეცხლი. გამოუვალი მდგომარეობა და აპოკალიპსი. ქვეყანა დაიქცა და აღიგავა მიწისაგან პირისგან, - აი, რა ხდება, როცა მერწყულს დაშორდებით. ამიტომაც ის ჩუმად მიდის, მიდის სახლში და იქ ჩუმად იტირებს. მისი ცხოვრების სიყვარული დამთავრდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უაზრობაა სიცოცხლის გაგრძელება. თუმცა, რამდენიმე დღეში ის გაიფიქრებს: „რა მანერევიულებს?“ აღდგება და მაშინვე სხვას შეიყვარებს. სამუდამოდ!

თევზები
გინდა, გახადო თევზი ბედნიერი - მიატოვე ის! არა, მართლა. შეყვარებული თევზი, ბევრად უბედურია, რადგან ისეთ განცდებშია, სიცოცხლე არ უნდა. ხოლო თუ მიატოვებთ, თევზი იდარდებს, ძალიან ლამაზად იდარდებს, ისე, როგორც კინოშია: „ო, მუღთალო წუთისოფელო, რატომ ხარ ასეთი ულმობელი?!“ და ჰოპ! გულწასულია. მაყურებელი ცრემლებს ვერ იკავებს და თევზს აპლოდისმენტებითა და ყვავილების თაიგულებით აჯილდოვებენ.

ვერძი
გაიგებს რა ქალბატონი ვერძი, „მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა!“, ირგვლივ ყველაფერს სტიქიურ უბედურებას დაამსგავსებს. საშინელ სტიქიას! დალეწავს სახლში ყველაფერს, გარეთაც და სხვასთანაც. და დამშვიდდება... რადგან უცებ გააცნობიერებს, რომ ეს არარაობა მისი ღირსი არ იყო.

კურო
ქალბატონი კუროს მიტოვება შორიდან აჯობებს. აჯობებს სულ სხვა პლანეტიდან. რადგან კურო არ კარგავს დროს სულიერ, ამაღლებულ საუბრებზე, არამედ მაშინვე გადადის საქმეზე და ამ არაკას ფიზიკურად უსწორდება. და თუ მოღალატე გადარჩა, შეუძლია მშვიდად განაგრძოს ცხოვრება: კურო ყველაფერს აპატიებს. ასე 10 წლის შემდეგ. და როცა ყოფილს შემთხვევით გადაეყრება ქუჩაში, ეტყვის: „კაი, ნუ ნერვიულობ! წამოდი, დავლიოთ!“

ტყუპი
ტყუპი განშორებაზე ძალიან უცნაურად რეაგირებს. ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც გადაწყვეტს ტყუპის მიმტოვებას, ვერაფერსაც ვერ გაიგებბს. რადგან შენ მოემზადები სერიოზული საუბრისთვის, სინდისის ქენჯნისთვის, ფიქრობ, როგორ აუხსნა ისე, რომ ატკინო გული, ბოლოს კი ძალებმოკრებილი უხსნი: „მაპატიე, ძვირფასო...“ ქალბატონი ტყუპი კი გპასუხობთ: „ააა? რაა? მტოვებ? და შენ ვინ ხარ?“

კირჩხიბი
კირჩხიბი განშორებას ძალიან მტკივნეულად განიცდის, მაგრამ ცდილობს არავის აჩვენოს ეს. თორემ დაიწყებენ მერე სულში ხელების ფათურს, იქ კი, სულში ყველაფერი დანგრეულია. ამიტომაც ქალი კირჩხიბი ცდილობს თავით ჩაეფბლოს სამუშაოში და გამოგონილ „ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში“.

ლომი
ლომს არ ტოვებენ. ლომები იქეთ ტოვებენ! როგორც კი გაიფიქრებთ იმის შესახებ, რომ დროა, დაშორდეთ, ამ ნიშნის წარმომდგენლები მაშინვე ამთვრებენ თქვენთან ურთიერთობას. ეგღა აკლია მეფეს, ვიღაც ქვეშევრდომებმა მიატოვონ.

ქალწული
ქალწულის დევიზია: „გააანალიზე ეს!“ ანუ გააანალიზე ყველაფერი, მათ შორის გრძნობებიც. ქალწული არ იდარდებს და არ გაათენებს ღამეებს ტირილში, არამედ გამოიტანს დასკვნებს და ჩაიწერს. მთავარია - ქალწულს დიდხნიანი ცრემლიანი განშორებები არ მოუწყოთ: ნურს დროებით დაშორებას შესთავაზებთ, რადგან ის ამის გააანალიზებასაც დაიწყებს. და მაშინ... ვიღაცას შესაძლოა შემთხვევით თავი გაუსკდეს, რამეთუ ასეთი ვეებერთელა ლოგიკური კონსტრუქციები ვერავის თავში ვერ ჩაეტევა. არ არის საჭირო იმის ახსნა, ვისი თავი იქნება ეს. ქალწულის ნამდვილად არა.

სასწორი
სასწორს განშორება ძალიან მარტივად გადააქვს. მადლობელიც კი რჩება. ეს კეთილშობილი ადამიანი, უბრალოდ ადგა და წავიდა, თავად მიიღო გადაწყვეტილება - მადლობა მას და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს! თუმცა, საბოლოო საუბრის შემდეგ ქალი სასწორი მაინც განცდებში იქნება. რადგან მას თავს დაეხვევა თაყვანისმცემლების ჯარი, რომლებიც მხოლოდ ამ დღის მოლოდინში იყვნენ. აქ კი ისევ ასარჩევად არის საქმე. რა უბედურებაა.

მორიელი
აქვე გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის კარგი იდეა! არსებობს უამრავი გზა, რომელიც ქვეყნის დასალიერში ბევრად სწრაფად და უმტკივნეულად წაგიყვანთ. მთავარია წარმოთქვათ ერთი ჯადოსნური ფრაზა: „უნდა დავშორდეთ“, რომ მორიელის თავში მაშინვე საბრძოლო სისტემა ირთვება. და გვერწმუნეთ, მართლაც გაოცდებით შურისძიების დახვეწილობით.

მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი ბედის ამ განსაცდელს მედგრად ხვდება. ის არ კითხულობს მიზეზებს, არ სთავაზობს ყველაფრის თავიდან დაწყებას და საერთოდაც არაფერს ამბობს. ის ჩუმად მიდის სახლში და დღედაღამ ტირის. შემდეგ ადგება, ვითომ არც არაფერი მომხდარა და მიდის გასართობად.