10 საკვები პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში და ლამაზი ფიგურის მოპოვებაში გვეხმარება

მეტაბოლიზმი ესაა ანაბოლიზმის და კატაბოლიზმის სინთეზი, ანუ რბილი ქსოვილის დაშლა აღდგენა. თუ თქვენი მეტაბოლიზმი სწრაფია, აღარასოდეს შეგაწუხებთ ჭარბი წონა. მეტაბოლიზმი აგებს პასუხს ცხიმის დაგროვებაზე.

ავოკადო

ავოკადოს გააჩნია მცენარეული ცხიმის მაღალი შემცველობა, რომელიც ასწრაფებს მეტაბოლიზმს. ავოკადოს მირთმევა შეგიძლიათ კოქტეილების სახითაც.

მჭლე ხორცი

ხორცი შეიძლება იყოს საქონლის, ქათმის და ინდაურის, იგი მდიდარია ცილებით და კვებავს ორგანიზმს ენერგიით.

ნიორი

ნიორი უნდა მოიხმაროთ რეგულარულად, იგი საუკეთესოა მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად.

ბროკოლი

ეს ბოსტნეული შეიცავს ძლიერ ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მუშაობას, რითიც ეხმარება მას ეფექტურად ებრძოლის სხვადასხვა დაავადებებს.

ცხარე წიწაკა

საკვებში ცხარე სოუსების ან წიწაკის დამატებით, ნივთიერებათა ცვლის პროცესი 25%-ით მაღლდება და მცირდება შიმშილის შეგრძნება.

სტაფილო

ფოლიუმის მჟავა, რომლითაც მდიდარია ეს ბოსტნეული, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ჟოლო

ჟოლო მდიდარია ბოჭკოებით და დაბალი კალორიულობით. მაღალბოჭკოვანი საკვები გეხმარებათ მეტაბოლიზმის აჩქარებასა და ცხიმის დაწვაში. იგი ასევე ტკბილია, დისაქარიდების ჯგუფისაა, რომელსაც შეუძლია შიმშილის მოკვლა და თქვენი ენერგიით დამუხტვა

ორაგული და სხვა თევზეული

ორაგული სავსეა სასარგებლო ზეთებით, ომეგა-3 ით და ცხიმოვანი ამინომჟავებით, იგი იდეალურია სწრაფი მეტაბოლიზმისათვის.

მწვანე ჩაი

მას გააჩნია თერმოგენული ეფექტი, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას. კარგად ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და არეგულირებს მადას. აქვს ანტიკარცეროგენული და მრავალი სხვა სასარგებლო თვისებები.

გრეიფფრუტი

ვიტამინი С, რომლითაც მდიდარია ეს ხილი, დაბლა წევს ინსულინის დონეს, ნივთიერებათა ცვლის აჩქარების ხარჯზე და შესაბამისად კალორიები იწვება მალე.