მიმართეთ ამ მარტივ მეთოდს და თქვენ მომენტალურად დაივიწყებთ მუცლის შებერილობას

მიმართეთ ამ მარტივ მეთოდს და თქვენ მომენტალურად დაივიწყებთ მუცლის შებერილობას
თუ თქვენ მუდმივად გაწუხებთ მუცლის შებერილობა და სამედიცინო პრეპარატები პრობლემის გადაჭრაში ვერ გეხმარებათ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და მიმართეთ ამ ხერხს დახმარებისთვის, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ.

  1. რძის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს გაზები და შებერილობა მუცელში. სწორედ ამიტომ, შეამცირეთ რძის, ყველის, არაჟნის და იოგურტის მიღება.
  2. ადამიანებისთვის, რომელთაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, აკრძალულია ვაშლისა და მსხლის მიღება, რადგან ეს ორი პროდუქტი ზედმეტად რთული გადასამუშავებელია.
  3. ისეთი ბოსტნეულები, როგორიცაა: ბროკოლი, კომბოსტო და სატაცური, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა ეს პროდუქტები განაპირობებს მუცლის შებერვალს, რაც რაფინოზის შემცველობითაა განპირობებული. ეს ნივთიერება რჩება გადაუმუშავებელი იქამდენ, სანამ ის მსხვილ ნაწლავში არ მოხვდება.
  4. ლობიო შეიცავს ოლიგოსაქარიდებს, რომელთა ათვისება ორგანიზმისთვის ძალზედ რთული. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი გაზების დაგროვებისა და მუცლის შებერვის ერთ-ერთი მთავარი გამომწევი მიზეზია.
  5. გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით კი ლიმონათები და ლუდი, შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც მუცლის შებერვას და გაზების დაგროვებას განაპირობებს.
  6. საღეჭი რეზინის ღეჭვისას, ჩვენ ვყლაპავთ უფრო მეტ ჰაერს, ვიდრე ნერწყვს, რაც კუჭ- ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
  7. მარილიანი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს. ეს ელემენტი განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევას. დარწმუნდით, რომ მარილის თქვენი დღიური დოზა 2-3 გრამს არ აღემატება.


გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა თავიდან აირიდოთ მუცლის შებერილობა. ახლა კი ჩვენი რედაქცია გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც ამ პრობლემას ხანმოკლე დროში დაგავიწყებთ.

ესენია:

ჯანჯაფილი - ეს პროდუქტი არაჩვეულებრივი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ჯანჯაფილი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ხელს გვიწყობს ორგანიზმის გაზებიდან გათავისუფლებაში და ამცირებს მუცლის შებერილობას.

ანანასი - ისევე როგორც ჯანჯაფილი, ეს ტროპიკული ხილი გამდიდრებულია ფერმენტებით.

გვირილის ჩაი - ეს ჩაი შეიცავს ანტი-სპაზმურ და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს. გვირილის ჩაი ადუნებს და ხსნის სტრესს, რაც ადამიანების უმრავლესობაში საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

პიტნის ჩაი - ეს ნივთიერება ადუნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ასევე ძალიან სასარგებლოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ოხრახუში - ამ მწვანილის წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ის გვეხმარება ზედმეტი გაზებისგან გათავისუფლებაში და გვიხნის მუცლის შებერილობას.

ვაშლის ძმარი და ლიმონი - ვაშლის ძმრის ან ლიმონის წყალთან შეზავებით ჩვენ ვიღებთ არაჩვეულებრივ ნარევს, რომელიც ხანმოკლე დროში დაგავიწყებთ შებერილობის პრობლემას. ეს საშუალება სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რის შედეგადაც ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთესად გადაამუშავებს საკვებს. გააზავეთ 1-2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში ან ჩაწურეთ ერთი ლიმონი 1 ლიტრ წყალში და მიღებული ნარევი მიირთვით დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.



გისურვებთ ჯანმრთელობას!