ჩისქეიქი ცხობის გარეშე

ჩისქეიქი ცხობის გარეშე
FPAPARAZZI-ი გირჩევთ გააოცოთ სტუმრები ამ გემრიელი დესერტით.
საჭირო მასალა:
  • 500 გ კენკრა (შეიძლება ბანანიც)
  • 100 გ ორცხობილა
  • 2 ს.კ კარაქი
  • 350 გ ხაჭო
  • ½ ჭიქა არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 1 ჭიქა (250გ) ათქვეფილი ნაღები
  • პიტნის ფოთლები

მომზადების წესი:
  1. ორცხობილა საბრტყელებლით დააქუცმაცეთ
  2. 1 კოვზი შაქარი და 2 ს.კ გამდნარი კარაქი აურიეთ დაფხვნილ ორცხობილაში.
  3. ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, არაჟანი და შაქარი.
  4. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოსა და არაჟნის ნაზავს.
  5. ჭიქების ან სასურველი ფორმების ძირში მოათავსეთ დაფხვნილი ორცხობილა, შემდეგ კრემი და ხილი.
  6. ზემოდან ჩისქეიქი მორთეთ პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით.