ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო წერილების თავისებურებანი

ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო წერილების თავისებურებანი
როცა ჩვენ გულწრფელად გვიყვარდება, გრძნობისა და ემოციების შეკავება გვიჭირს, ხანდახან სიყვარულს წერილობით ვაფრქვევთ. fpaparazzi გთავაზობთ სასიყვარულ წერილებს, რომლებსაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი დაწერდა! ამოიცანით საკუთარი თავი.

ვერძი
„საშინლად ვეჭვიანობ და მგონია, რომ ტყვიას დაგახლი... არ დაგავიწყდეს ეს... მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად... რა მაგარია, როცა გვერდით მყავს ადამიანია, ვისაც არ შეეშინდება გააკეთოს ჩემთან ერთად ისეთი რაღაცები, რაც მე მომწონს... ახლა კი უნდა გავიქცე, უფროსი მიხმობს. მოგვიანებით შემეხმიანე... მიყვარხარ. P.S. სულ დამავიწყდა მეთქვა გამარჯობა.“

კურო
„ საღამოს ჩემი ხელით მომზადებულ ვახშამზე გეპატიჟები... შენსავით გემრიელი იქნება...“

ტყუპი
ტყუპი მოგწერთ წერილს ან პრეს-რელიზს, შემდეგ კი დაგირეკავთ და წაგიკითხავთ ამ წერილს ტელეფონით. რადგან ტყუპი კომუნიკაციის ღმერთია, ის მინიმუმ 7 გვერდიან ტექსტს მოგწერთ, რომლის შემადგენელი ძირითადი სიტყვები იქნება „ჩვენ ვფიქრობთ...“
„ჩვენ ვგრძნობთ“ და მისთანები...

კირჩხიბი
„ვეღარ ვითმენ, როდის ვიყიდით სახლს, სადაც ერთად ვიცხოვრებთ მხოლოდ მე და შენ... და დედაჩემი... კედლებზე ჩემი მეგობრების შვილების ფოტოებს დავკიდებ, სანამ ჩვენი მინიმუმ 8 შვილი არ გვეყოლება... „

ლომი
„საოცარი, დახვეწილი გემოვნება გაქვს! და მართლაც შესანიშნავი ხარ, რადგან... ჩემთან ერთად ხარ.“

ქალწული
ქალწულის წერილი აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა ფურცელზე იქნება დაბეჭდილი და საქმიანი ფორმა ექნება: მაგალითად, ასეთი: „შენ პიჯაკზე მტვრის რამდენიმე ნამცეცი შევნიშნე... მაგრამ საბედნიეროდ შენ ფეთხუმი არ ხარ...“

სასწორი
წერილს აუცილებლად შესაშური კალიგრაფიით დაწერენ, შესაძლოა, გამოიყენონ სურნელოვან მელნიანი კალამი. არ დაგავიწყდეთ, სწორედ სასწორებმა „დააწესეს“ წმინდა ვალენტინის დღე.

მორიელი
რადგან მორიელის საყვარელი დღესასწაული Helloween-ია და გიჟდებიან მისტიკაზე, ის დაგაჰიპნოზებთ სიტყვებით: „ შესაძლოა, ჯერ ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ უკვე ჩემ საწოლში ხარ და ექსტაზში იმყოფები...“

მშვილდოსანი
გამოგიზავნით ფერად ღია ბარათს განსაკუთრებული მარკით, რომელიც გამცნობთ დაახლოებით შემდეგს: „... პერიოდულად შენზე ვფიქრობ... გსმენია იმ ადგილების შესახებ, სადაც ახლა მე ვიმყოფები?“... შემდეგ კი დასძენს: „ძალიან კარგი ხარ... ცივა... მაგრამ ხვალიდან აქ გამოიდარებს... დაგირეკავ, როცა ბაჰამებიდან დავბრუნდები...“

თხის რქა
წერილს საბეჭდი მანქანით დაბეჭდავს: „... ძალიან მსიამოვნებს და ვაფასებ ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებ... შენი გარეგნობა... რაღაცნაირად ჩვეულ ჩარჩოებში ჯდება, ამიტომაც მომწონხარ... მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს...“

მერწყული
არ წერენ სასიყვარულო ბარათებს. ყველაზე უკეთესი, რასაც მისგან უნდა ელოდეთ, - მისი მეგობრების წრეში მიპატიჟებაა. მერწყულთან შეხვედრის წინ, გირჩევთ, ნახოთ ფილმი ექიმ ჯეკილსა და მისტერ ჰაიდზე, რათა ნებისმიერი მოულოდნელობისთვის იყოთ მზად.

თევზები
წერენ სასიყვარულო წერილებს, მაგრამ, როგორც წესი, არასწორ მისამართს უთითებენ. მაგრამ დარწმუნებული იყავით, ისინი ყოველთვის თქვენზე ფიქრობენ. და ნუ მოითხოვთ თევზებისგან მეტს, რადგან ერთხელაც არ მიიღოთ ასეთი შინაარსის წერილი: „არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია!“