დაემშვიდობეთ კარიესს, ღრძილების ანთებას და უსიამოვნო ნადებს. მოამზადეთ ეს პასტა სახლის პირობებში

დღესდღეობით კბილის პასტების არჩევანი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათი უმრავლესობა მავნე ქიმიური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, რომელთაც დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან და ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, კბილის ემალის გამაგრებაში. ამ რეცეპტით ჯერ კიდევ უძველეს დროში სარგებლობდნენ ჩვენი წინაპრები.

პასტა, რომელის დამზადებასაც დღეს გასწავლით, არ შეიცავს ფტორს და მის მთავარ ინგრედიენტებს ძლიერი ანტიბაქტერიული პრდოუქტები წარმოადგენს. ეს პროდუქტებია: ქოქოსის ზეთი, საკვები სოდა და ქსილიტი.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა;
  • 1 სუფრის კოვზი ნიმის ფხვნილი;
  • 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი;
  • 1 სუფრის კოვზი ქსილიტი (გემოსთვის);
  • 15 წვეთი პიტნის ეთერზეთი;

მომზადება:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი მინის ქილაში და ურიეთ პასტის მიღებამდე. ქილა შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

გამოიყენეთ ეს საშუალება ჩვეულებრივი კბილის პასტის ნაცვლად დღეში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე. ამ ეფექტური საშუალების დახმარებით თქვენ ხანმოკლე დროში შეძლებთ დაავადებული ღრძილებისა და კარიესის განკურნებას.