რამდენად სექსუალური ხართ დაბადების წლის მიხედვით?

რამდენად სექსუალური ხართ დაბადების წლის მიხედვით?
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ერთი თაობა მეორესთან შედარებით ლამაზი, სექსუალური და მიმზიდველია. ამის მიზეზი ვარსკვლავები და ასტროლოგიაა. მაშ ასე, რომელ წლებში დაბადებული ქალები გამოირჩევიან განსაკუთრებული სექსუალურობით fpaparazzi გაგაცნობთ.

ქალი გველი
1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013
გველის წელში დაბადებულ ქალებს თანდაყოლილი შარმი და მიმზიდველობა აქვთ. მათ სილამაზისთვის არ სჭირდებათ სალონებში საათობით ჯდომა- ისინი ბუნებრივად ძალიან ლამაზები არიან.

ქალი ღორი
1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019
ღორის წელში დაბადებული ქალები ძლიერი ხასიათითა და ამავდროულად ქალურობით გამოირჩევიან. სუსტ კაცებს ამ წლებში დაბადებულ ქალებთან ურთიერთობა ძალიან უჭირთ. ასე , რომ ამ ქალებმა იდეალური პარტნიორი მხოლოდ ძლიერ მამაკაცებში უნდა ეძებონ.

ქალი ცხენი
1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014
ამ წლებში დაბადებული ქალები ძალიან სპორტულები არიან. ისინი დიდხანს და ფრთხილად ეძებენ სასურველ მამაკაცს. თუკი იმ დროისთვის ის უკვე ”დაკავებულია”, ცხენის წელში დაბადებული ქალისთვის მესამე პრობლემას არ წარმოადგენს და ყველაფერს გააკეთებს რჩეულის გულის მოსაგებად.

ქალი მაიმუნი
1956, 1968, 1980, 1991, 2014, 2016
მაიმუნის წელში დაბადებული ქალები გიჟდებიან მრავალფეროვნებასა და ექსპერიმენტებზე. მათში გაერთიანებულია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ენერგეტიკა, ამიტომ ძალიან უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. აქვთ კარგად განვითარებული ინტუიცია.

ქალი თხა
1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015
ამ წელბში დაბადებული ქალები მამაკაცისთვის ნამდვილი საგანძურია. ისინი განსაკუთრებით მიმზიდველები არიან საწოლში. მათი ენერგია უსაზღვროა და კარგად იციან როგორ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება.

ქალი კურდღელი
1951, 1963, 1975, 1987, 199, 2011, 2023
ამ წლებში დაბადებული ქალები გრაციოზულობითა და უნაზესი შინაგანი ბუნებით გამოირჩევიან. უყვართ მშვიდი და რომანტიული ურთიერთობები. ასეთები არიან საწოლშიც.

ქალი ვირთხა
1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020
ამ წლებში დაბადებული ქალები საწოლში შეუდარებლებია არიან და მამაკაცების ჭკუიდან გადაყვანა შეუძლიათ. მათ კარგად იციან რა, როგორ და როდის უნდა გააკეთონ, ამიტომ სიყვარულისგან მაქსიმალურად ტკბებიან.

ქალი მამალი
1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017 მამლის წელში დაბადებული ქალები ძალიან ტემპერამენტიანები არიან და სიტუაციის კონტროლი ეხერხებათ.

ქალი ძაღლი
1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018
ძაღლის წელში დაბადებული ქალები ძლიერი ხასიათის გამოირჩევიან. მათთვის არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადალახავენ. სიყვარული კი მისთვის ნამდვილი ბრძოლის ველია. ასე, რომ თუ გსურთ თქვენი ურთიერთობა ფილმის სიუჟეტს ჰგავდეს, ასეთ ქალზე შეაჩერეთ ყურადღება.

ქალი ხარი
1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021
ამ წელს დაბადებული ქალები ძალიან მორცხვები არიან. მათ ძლიერი და ვნებიანი პარტნიორი სჭრიდებათ, რომელიც მუდამ მათ გევრდით იქნება და დაიცავს.

ქალი დრაკონი
1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025
ამ წელში დაბადებული ქალი იშვიათად ავიწყდება მამაკაცს. მათ გასაოცარი უნარი აქვთ მონუსხონ და დაიმონონ ძლიერი სქესის წარმომადგენლები.