რისკენ ისწრაფვიან სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

რისკენ ისწრაფვიან სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები
fpaparazzi გთავაზობთ, შეიტყოთ, რა სურს თქვენს ქვეცნობიერს და ყველა იმ კითხვაზე გიპასუხებთ, რომელიც ამდენი ხანია გაწუხებთ.

ვერძი
იმდენად იბრძვით დასახული მიზნის მისაღწევად, რომ ხშირად გარშემო ბევრი რამ რჩებათ უყურადღებოდ. ამას ემატება ისიც, რომ ვერძი მუდამ პატრნიორისგან მოითხოვს მაქსიმუმს, თავად კი არაფრის გაღება არ სურს. სწორედ ამიტომ, ვერძების უმეტესობა მეორე ნახევრის გარეშე ასრულებს ცხოვრებას.

კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ადვილად ამყარებენ კონტაქტს ადამიანებთან და შემდეგ მათზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი უჩნდებათ. ეს ყველაფერი კი ხშირად იმით მთავრდება, რომ კუროსგან პარტნიორი გარბის, ის კი მუდამ იმედგაცრუებული რჩება. სტაბილურობის მოყვარულ კუროს კი ეს ფაქტი დეპრესიაში აგდებს.

ტყუპი
ტყუპს სასტიკად სძულს პასუხისმგებლობა. ამიტომ პარტნიორთან ურთიერთობის დროსაც გაურბის მასთან ურთიერთობის გასერიოზულებას. თუკი ცოტა ლმობიერად არ მოიქცევით, შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე მტრის მთელი არმია მოაგროვოთ. კირჩხიბი
ჰოროსკოპის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები იშვიათად გამოხატავენ გრძნობებს სახალხოდ. ემოციური შეტევების დროს ურჩევნიათ მხოლოდ საკუთარ თავთან დაიცალონ. ნუ მოგერიდებათ ახლობლებთან ემოციების გამოხატვის. ასე, ბევრად გაგიადვილდებათ პრობლემების მოგვარება.

ლომი
თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთულია. ამასთან, გინდათ ლიდერობა, რასაც ძნელად ეგუებიან თქვენი პარტნიორები. გაგიჭირდებათ იდეალური თანამგზავრის პოვნა.

ქალწული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საკმაო დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ პარტნიორს შეეგუონ და კარგად ცოტა პოზიციები თუ არ დათმეთ, გაიცნონ. სწორედ ამიტომ მათ ხშირად აქვთ პრობლემები პირად საკითხებში. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს ნაკლი და თუ ის ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, რაღაცებზე თვალები უნდა დახუჭოთ.

სასწორი
თქვენი პედანტობა და მუდმივად გაწონასწორებულობა შესაძლოა ხშირად ადამიანების გაღიზიანების საბაბად იქცეს, რაც თქვენს ურთიერთობას კარგს არაფერს მოუტანს. ეცადეთ უფრო ყურადღებიანი იყოთ პარტნიორის მიმართ, თუმცა აუცილებლად დაუტოვეთ თავისუფალი სივრცე და თავს ნუ მოაბეზრდებთ.

მორიელი
საზოგადოებას ხშირად ძალიან აშინებს ზოდიაქოს ეს ნიშანი, რადგან მორიელებს ძალიან უჭირთ ვინმესთან მართლაც დამეგობრება. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი პირდაპირობა შესაძლოა კარგი იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს საფრთხეს შეუმნის თქვენს პირად ურთიერთობებს.

მშვილდოსანი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ფეთქებადები არიან და ხშირად არც უხეშობას ერიდებიან. ისინი მანამ იცვლიან პარტნიორს, სანამ იმ ერთდერთს არ შეხვდებიან ვისაც ეძებენ. სწორედ მაშინ დგება მათთვის მშვიდობისა და მადლიერების ერა. თუკი მშვილდოსანი იმასაც შეძლებს, რომ აგრესია ნაკლებად გამოხატოს, გარშემომყოფების სიმპატიასაც დაიმსახურებს.

თხის რქა
ურთიერთობაში დომინანტის როლი აქვს, ხანდახან უგრძნობი და ძალიან ძლიერი ჰგონიათ გარშემომყოფებს. ამის გამო თხის რქის მეორე ნახევრებს დიდი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი. ეცადეთ შეძლოთ თავის კონტროლი და პატრნიორის ინტერესებიც გაითვალისწინოთ.

მერწყული
თქვენი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ პანიკურად გეშინიათ თვისუფლების დაკარგვის. არადა სინამდვილეში, ისეთი ადამანი შეიძლება დაკარგოთ ამის გამო, რომელიც სულაც არ აპირებს თქვენთვის თავისუფლების აკრძალვას.

თევზები
თევზები საკმაოდ კომფორტული ადამიანები არიან, მგარმ ხშირად აწყებიან თვითრეალიზაციის პრობლემას. ეცადეთ დაამსხვრიოთ ის სტერეოტიპები და კომპლექსები, რომლებიც გაქვთ და თქვენს წინ სულ სხვა სამყარო გადაიშლება.