პასტა ფეტუჩინი კრევეტებით

პასტა ფეტუჩინი კრევეტებით
fpaparazzi ითვალისწინებს მკითხველის გემოვნებასა და თხოვნას და გთავაზობთ იტალიური სამზრეულოს კიდევ ერთ უგემრიელესი კერძის მომზადების წესს.
საჭირო მასალა:
  • 120 გ ფეტუჩინი
  • 300 გ უმი, გასუფთავებული კრევეტები
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ¼ ჭიქა ქათმის ბულიონი
  • ½ ჭიქა ათქვეფილი ნაღები
  • სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ პასტა შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
  2. მოაყარეთ კრევეტებს მარილი და პილპილი და აურიეთ.
  3. დაუმატეთ 1 ს/კ ფქვილი და ამოავლეთ კრევეტები.
  4. შემდეგ დაუმატეთ კიდევ 1 ს/კ ფქვილი და კვლავ ამოურიეთ.
  5. გაადნეთ კარაქი და ზეითუნის ზეთი ღრმა ტაფაში.
  6. მოათავსეთ კრევეტები და შეწვით ყველა მხრიდან დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში თითო მხარეს.
  7. ამოიღეთ თეფშზე.
  8. ტაფაში, სადაც კრევეტები შეწვით, ჩაასხით ქათმის ბულიონი.
  9. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
  10. ბულიონს დაუმატეთ ნაღები და თან თქვიფეთ შეუჩერებლად.
  11. ხარშეთ სოუსი საშუალო ცეცხლზე, სანამ გასქელებას არ დაიწყებს. დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ.
  12. გასინჯეთ სოუსი და დაუმატეთ სურვილისამებრ სანელებლები.
  13. მოასხით სოუსი პასტასა და კრევეტებს და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!