ბრაუნი ხაჭოთი და ალუბლით

უგემრიელესი დესერტი fpaparazzi-ს დღის მენიუში. აუცილებლად მოამზადეთ, არ ინანებთ.
საჭირო მასალა:
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 120 გ კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 150 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 300 გ რბილი ხაჭო
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • 300 გ ალუბალი (უკურკო)
  • მწიკვი მარილი

მომზადება:
  1. შოკოლადი დაამტვრიეთ.
  2. გაადნეთ წყლის აბაზანაზე კარაქთან ერთად.
  3. 2 კვერცხი და 50 გ შაქარი ათქვიფეთ მიქსერით.
  4. დაუმატეთ მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი.
  5. ხაჭოს კრემისთვის: ხაჭო ათქვიფეთ 100 გ შაქართან და 2 კვერცხთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე.
  6. კვერცხისა და შაქრის ათქვეფილ მასას დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული შოკოლადი და კარაქი.
  7. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ან ხის კოვზით კარგად ამოურიეთ.
  8. მაღალკიდეებიან ფორმას წაუსვით კარაქი.
  9. ჩაასხით ცომის 1/3 და გაანაწილეთ კარგად.
  10. დაადეთ ზემოდან ხაჭოს მასის ნახევარი.
  11. შემდეგ დაალაგეთ ალუბალი (მთელი რაოდენობის ნახევარი).
  12. შემდეგ დაასხით კვლავ ცომი, მერე ხაჭოს კრემი და ალუბალი. და ისევ ცომი.
  13. ეცადეთ ცომი თანაბრად გაანაწილოთ.
  14. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-50 წუთი.
  15. გააგრილეთ ფორმაშივე.
  16. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და დაჭერით!

გემრიელად მიირთვით!