ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი კერძები

ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი კერძები
ვარსკვლავები ჩვენს ბუნებას განსაზღვრავენ, ბუნება კი კულინარიულ გემოვნებაზე მოქმედებს. ასე, ერთ ნიშანს ხორცის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მეორე კი სალათის ფურცლებს ანიჭებს უპირატესობას.

ვერძი
ვერძის თეფში ყველაფრის ნაზავს წარმოადგენს, რაც ხელთ მოხვდა, მთავარია, რაც შეიძლება მეტი სასუსნავი იყოს.

ყველაზე უკეთ ეს პროდუქტები მოუხდება:
ცხვრის ხორცი, მუსკატის თხილი, როზმარინი, ბაზილიკი, ნიორი, ჯანჯაფილი, მწარე წიწაკა, ანანასი, ჩაი, ყავა.

ვერძი

ვერძი მშვენივრად ერკვევა პირის გემოში. ნებისმიერი დიასახლისისთვის ის ერთდროულად მადლიერი და კირკიტა სტუმარია. თავიდან კომპლიმენტების კორიანტელს დააყენებს, შემდეგ კი კრიტიკასაც არ დააკლებს.

ყველაზე უკეთ ეს პროდუქტები მოუხდება:
ძროხის ხორცი, გარეული ფრინველი, კარაქი, ყველი, იოგურტი, სალათები, წიწიბურა, წაბლი, სხვადასხვა ხილი, ქიშმიში, სუნელები.

ტყუპები
ტყუპებისთვის მთავარია საკვების სიმსუბუქე, ამიტომაც, მათ უყვართ სალათები და ჰაეროვანი ტკბილეულობა. სუფრის მტავარი არსი კი საინტერესო საუბარია, და არა ტრაპეზა.

ყველაზე უკეთ ეს პროდუქტები მოუხდება:
ფრინველის ხორცი, სტაფილო, ნიახური, ტყის თხილი, მწვანილი, ლავანდა, სუნელები.

კირჩხიბი
თუ გსურთ ასიამოვნოთ კირჩხიბს, დაახვედრეთ შინ გამომცხვარი ცომეული, ამასთან მორთეთ სახლში ბებიის დროინდელი წვრილმანი ნივთებით.

კირჩხიბებს ყველაზე უკეთ ეს პროდუქტები მოუხდება:
თევზი, კომბოსტო, ბრინჯი, ზღვის პროდუქტები, ყველი, კიტრი, ყაბაყი, სოკო, პომიდორი, კარტოფილი, ნესვი, როზმარინი.

ლომი
მეფეს მეფური ტრაპეზი ეკუთვნის. ლომი ნამდვილი გურმანია, თან გაითვალისწინეთ, რომ მაგიდასთან საუკეთესო ადგილი მათ უნდა დაუთმოთ.

ლომი სათანადოდ შეაფასებს:
ცხვრის ხორცს, ზუთხს, პიტნას, ხიზილალას, ლიმონს, ფორთოხალს, ზეთის ხილს, ხილის ჩირს, ნუშს, სიმინდს, წაბლს.

ქალწული
ქალწულისთვის მთავარია, საკვები ჯანსაღი და სასარგებლო იყოს. ხანდახან ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს შებოლილი ხორცის ნაწარმითაც ასიამოვნებენ, მაგრამ აუცილებლად მინერალური წყლის თანხლებით.

ქალწულს ყველაზე უკეთ ეს პროდუქტები მოუხდება:
სახამებლის მაღალი შემცველობის პროდუქტები, კენკრა, თხილისა და ზეითუნის ზეთი, სტაფილო, ფრინველის ხორცი, ნიახური, ტყის თხილი, სუნელები.

სასწორი
სასწორი სუფრასთან ატმოსფეროს აქცევს ყურადღებას. თუ გვერდზე მჯდომი არ მოსწონს, რაც არ უნდა გემრიელი კერძი იყოს, სიამოვნებას ვერ მიიღებს.

შესთავაზეთ სასწორს:
საქონლის გულ-ღვიძლი, ფრინველის ხორცი, დაშაქრული თხილი, სალათები, ბარდა, წიწიბურა, წაბლი, კენკრა, ხილი, ზეთის ხილი, სუნელები.

მორიელი
მორიელზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს უხვი სუფრა. უნდა იყოს ყველაფერი: ცხარე, ტკბილი, მჟავე, და რაც შეიძლება მეტი.

მორიელს უყვარს:
თევზი, ზღვის პროდუქტები, ობიანი ყველი, ბაზილიკი, ჯანჯაფილი, ანანასი, მწარე წიწაკა, ჩაი, ყავა.

მშვილდოსანი
მშვილდოსანისთვის მყუდრო კომპანიაში ყოფნა უყვარს, არ არის აუცილებელი, მუცლის ამოყორვა.

ყველაზე უკეთ ეს პროდუქტები მოუხდება:
ფრინველის ხორცი, თევზი, ხილი, ჭარხალი, პომიდორი, თხილი, დარიჩინი, პიტნა, ხილი.

თხის რქა

თხის რქისთვის საუკეთესო სუფრა ჩვეულებრივი ტრადიციული სადილია, რომელიც ოლივიესგან, ბორშისა და კომპოტისგან შედგება.

თხის რქას მოეწონება:
ცხვრის ხორცი, ნეკნები, ნუში, ტყის კენკრა, ისპანახი, კომში, სოკო, ცხარე და მჟავე კერძები.

მერწყული

უზარმაზარი ფურშეტი, შემდგარი ეგზოტიკური კერძებისგან - აი, რა უყვარს მერწყულს. არავითარი ბანალურობა, მხოლოდ გამორჩეული საკვები.

ასიამოვნეთ მერწყულს:
ფრინველის ხორცით, ყველით, მწნილით, მჟავე, ცხარე კერძებით, ისპანახით, კარტოფილით, სოკოთი, ზაფრანით.

თევზები
რაც საშინლად ჟღერდეს არ უნდა, თევზებს უყვართ... თევზი. ისინი სათანადოდ შეაფასებენ ყველა ზღვის პროდუქტს, მათ შორის რვაფეხასა და ხამანწკებს. ამასთან, უგემრიელესი სასმელებით.

გაუმასპინძლდით თევზებს:
ზუთხით, კალმახით, თინუსითა და სხვა თევზით, ხილით, ყაბაყით, სპირტიანი სასმელებით, პომიდვრით, თხილით, გოგრით, გარგარით, კიტრით, სუნელებით.