მოიშორეთ ცელულიტები სწრაფად და მარტივად მხოლოდ 3 კომპონენტიანი საშუალებით

მოიშორეთ ცელულიტები სწრაფად და მარტივად მხოლოდ 3 კომპონენტიანი საშუალებით
ცელულიტების წარმოქმნა კანზე განპირობებულია წონის უცაბედი ცვლილებით. ამ პრობლემამ ასევე შეიძლება იჩინოს თავი ორსულობის შედეგად. მათი მოშორება ხალხის უმეტესობისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე ნატურალური ხერხი ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად.

ცელულიტები წარმოიქმნება ცხიმოვანი ქსოვილების დაგროვების შედეგად, რომელიც განაპირობებს სხეულის კონკრეტულ მიდამოებში ჩაღრმავებების გაჩენას. ისინი წარმოიქმნება ორგანიზმში სითხის დაგროვებით, სისხლის ცუდი მიმოქცევით, ჰორმონული ცვლილებებით, ცუდი დიეტით ან უმოძრაო ცხოვრების წესით. გაყიდვაში მრავალი პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია ცელულიტების მოსაშორებლად, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირი და არაეფექტურია, ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ნატურალ ხერხებს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხერხის გარდა, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ცხოვრების სტილის შეცვლა: რეგულარულად ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი საჭმელით კვება და დიდი რაოდენობით წყლის მიღება. ყოველივე ამის წყალობით თქვენ შეძლებთ კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას.

ხალხური საშუალება ცელულიტების წინააღმდეგ:
  • 100/150 მლ არგანის ზეთი
  • 250 გრამი ზღვის მარილი
  • 250 გრამი შაქრის ლერწამი

მოათავსეთ ეს 3 ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ პასტის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული საშუალების გამოყენებით იკეთეთ დაზიანებული ზედაპირის მასაჟი წრიული მოძრაობებით 2-3 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ზღვის მარილი გაჯერებულია იოდით და მიკროელემენტებით, რომლებიც კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. შაქარი გვეხმარება კანის აქერცვლაში, ხოლო არგანის ზეთი გამდიდრებულია E ვიტამინით, რომელიც საგრძნობლად აფერხებს კანის დაბერების პროცესს.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.