ექიმის თქმით, აი ასე უნდა შეინახოთ კვერცხი და რძის პროდუქტები მაცივარში. ყურადღებით!

ექიმის თქმით, აი ასე უნდა შეინახოთ კვერცხი და რძის პროდუქტები მაცივარში. ყურადღებით!
წესით და რიგით თანამედროვე ადამიანს პროდუქტების შენახვასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, თუმცა საკმაოდ ცნობილი ექიმისა და ექსპერტის რწმუნებით, ეს ასე არ არის...

ევგენი კომაროვსკი გვიზიარებს საკუთარ ცოდნას, თუ როგორ უნდა შევინახოთ კვერცხი და რძის პროდუქტები მაცივარში სწორად, რათა არ მივაყენოთ ზიანი საკუთარ ჯანმრთელობას.



1. რძე
რეკომენდირებულია რძის შენახვა არაუმეტეს 5°C ტემპერატურის პირბებში. სწორედ ამიტომ, არასდროს მოათავსოთ რძის შეფუთვა მაცივრის კარებზე არსებულ განყოფილებაში: ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ აქ ტემპერატურა გაცილებით მაღალია, ვიდრე მაცივრის სხვა განყოფილებებში. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში შეინახორ რძე 1 კვირაზე დიდხანს.

2. ყველი
შეფუთული ხმელი ყველი შეგიძლიათ შეინახოთ მაქსიმუმ 3-4 კვირით. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტემპერატურაზე შეინახავთ ამ პროდუქტს. გარდა ამისა, თუ ყველი დაგიობდათ, ამაში საგანგაშო არაფერია! უბრალოდ მოაჭერით მას დაობებული ზედაპირი და მიირთვით თამამად.

3. ხაჭო
ხაჭო და ჭყინტი ყველი შეგიძლიათ შეინახოთ არაუმეტეს 1 კვირისა. არც ამ შემთხვევაშია რეკომენდირებული მოცემული პროდუქტების მაცივრის კარის განყოფილებაზე შენახვა. უკეთესია, თუ ამ პროდუქტებს მაცივრის შუა თაროზე შეინახავთ.

4. იოგურტი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იოგურტი ქრხნულ შეფუთვაშია და მასზე მითითებული ვარგისიანობის ვადა 1 თვეს აღემატება, არავითარ შემთხვევაში შეინახოთ ის 1 კვირაზე დიდხანს. მოათავსეთ ეს პროდუქტი მაცივარში ხაჭოს გვერდით.

5. კვერცხი
აუცილებლად შეინახეთ ეს პროდუქტი მაცივრის ყველაზე ცივ განყოფილებაში. ადამიანების უმრავლესობა კვერცხს მაცივრის კარის განყოფილებაში ინახავს, რაც ძალზედ დიდი შეცდომაა... შეინახეთ ეს პროდუქტი თავისი შემუთვით მაცივრის უკანა კედელთან ახლოს ან ზედა თაროზე. გარდა ამისა, ამ პროდუქტის შენახვა რეკომენდირებულია არაუმეტეს 3 კვირისა.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა შეძლოთ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვა გაფუჭებული პროდუქტებისგან. არ დაგავიწყდეთ ამ რჩევების მეგობრებისთვის გაზიარება!