უგემრიელესი და ორიგინალური საზამთროს ტორტი

უგემრიელესი და ორიგინალური საზამთროს ტორტი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად გააოცოთ სტუმრები ამ საოცარი ტორტით
საჭირო მასალა:
  • დიდი საზამთრო - 1 ცალი
  • ხილი და კენკრა გემოვნებით
  • ცხიმიანი ნაღები (33%-იანი) - 1ჭიქა
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ.კ
  • შაქარი- 1 ჩ.კ
  • შაქარი- 1 ჩ.კ
  • ჟელატინი 1 ჩ.კ

მომზადება:
საზამთროს ფართოდ მოჭერით თავი და ბასრი დანით აკურატულად ამოიღეთ შიგთავსი. დადეთ ლამბაქზე და ცოტა ხანს აცადეთ, რათა ზედმეტი წვენისგან დაიწრიტოს. შემდეგ კი შედგით მაცივარში.
ხილი და კენკრა ძალიან წვრილად დაჭერით.
სანამ ნაღების თქვეფას დაიწყებთ, ჯამი და სათქვეფი კარგად გააციეთ, რათა ახალგათქვეფილი ნაღები სწრაფად არ დადნეს.
ნაღებს დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და შაქარი, შემდეგ კი მიქსერით მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. როდესაც კრემი გასქელდება, დაუმატეთ წინასწარ გახსნილი ჟელატინი, კარგად აურიეთ და მაცივარში შედგით.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გადმოიღთ მაცივრიდან საზამთრო და მთლიანად დაფარეთ ნაღების კრემით. ეცადეთ სწრაფად იმოქმედოთ, რათა კრემმა დნობა არ დაიწყოს. შემდეგ კი ხილითა და კენკრით მორთეთ. ამისთვის გამოგადგებათ დაჭრილი ნუში, კივი, ყურძენი,ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მსხალი...
დაჭერით ისე, როგოც ტორტს ჭრით.
გემრიელად მიირთვით.