ეს ჰორმონი გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იკლებთ წონას! აი როგორ გადავჭრათ პრობლემა

ეს ჰორმონი გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იკლებთ წონას! აი როგორ გადავჭრათ პრობლემა
გქოქნიათ ისეთი შემთხვევა შემთხვევა, თითქოს წონის დასაკლებად ყველაფერს სწორად აკეთებთ, თუმცა თითოეული მცდელობა უშედეგოდ სრულდება? დიდი ალბათობით ეს მოვლენა განპირობებულია ლეპტინით. ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც ხელს გვიშლის წონის დაკლებაში. ამ ჰორმონის ფუნქცია მდგომარეობს სხეულის მასისა და ენერგიის დონის ბალანსირებაში: ის ქმნის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და უკავშირდება რეცეპტორებს, რომლებიც პასუხისმგებელია მადაზე და ტვინისთვის ორგანიზმისთვის საჭირო საკვების რაოდენობის განმსაზღვრელი სიგნალის მიწოდებაზე.

გარდა ამისა, ეს ჰორმონი ზრდის სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტიურობას და ამ გზით სტიმულირებს ცხიმოვანი ქსოვილის უნარს, დაწვას, შთანთქოს ენერგია. ყოველივე ამის პარალელურად, ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ორგანიზმი ხდება რეზისტენტული ამ ჰორმონის მიმართ.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ჰორმონის დონე საკმაოდ მაღალია ორგანიზმში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ადამიანი კარგავს მგრძნობელობას მის მიმართ და ჩვენი ტვინი აღარ ექვემდებარება ლეპტინის მიერ მიწოდებულ სიგნალს, დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლის პროცესები და შეწყვიტოს ჭამა.

ლეპტინის მიმართ რეზისტენტულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
  • წონის მატება;
  • გაუკონტროლებელი მადა;
  • ღამით ჭამა;
  • მომატებული არტერიული წნევა;
  • უძილობა;
  • შაქარზე დამოკიდებულობა;
  • წონის დაკლების უნარის დაქვეითება;
  • ტრიგლიცერიდების დონის მატება;
  • მშფოთვარება;
  • მოტივაციის უკმარისობა;
  • დაღლილობა, სისუსტე;

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს პრობლემა, გამორიცხეთ კვების რაციონიდან შემდეგი პროდუქტები:

  • შაქარი;
  • ნახშირწყლები;
  • სიმინდის (ან გლუკოზის) სიროფი

გაამდიდრეთ კვების რაციონი ორგანული პროდუქტებით და საერთოდ დაივიწყეთ ნახშირწყლებით გაჯერებული მარცვლოვანი პროდუქტების შესახებ!

გარდა ამისა, მაქსიმალურად მოერიდეთ გადამუშავებულ საკვებ პროდუქტებს და მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილები და ხსნადი ბოჭკოები. ორგანიზმში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება მარტივადაა შესაძლებელი ნახშირწყლებზე უარის თქმით.

აუცილებელია რეგულარულად სპორტით დაკავება, რადგან ფიზიკური ვარჯიშები გვეხმარება ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში.

ორგანიზმში ლეპტინის ჰორმონთან დაკავშირებულმა პრობლემებმა სავსებით შესაძლებელია თავი იჩინოს არახარისხიანი ძილის გამო. გახსოვდეთ, რომ თქვენს ორგანიზმს გამართულად ფუქნციონირებისთვის ესაჭიროება სრულფასოვანი დასვენება!