”რაფაელო”- უგემრიელესი კრემი ტორტებისა და ნამცხვრებისთვის



თუკი გსურთ, თქვენს მიერ გამომცხვარი დესერტის გემო არასოდეს დაავიწყდეთ სტუმრებს, FPAPARAZZI-ი გირჩევთ, აუცილებლად მოამზადეთ კრემი ”რაფაელო”.

საჭირო მასალა:

  • ქოქოსის ფანტელი 70გ
  • შედედებული რძე 400გ
  • კარაქი 200გ
  • თეთრი შოკოლადი 200გ

მომზადება:
კარაქი და შოკოლადი დაბალ ცეცხლზე დაადნეთ და ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ შედედებული რძე და კარგად ათქვიფეთ. კრემს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და ერთხელ კიდევ მოურიეთ. თუ კრემი ტორტისა და ნამცხვრების მოსართავად გინდათ, მაშინვე გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთვევაში, კრემი ჩადეთ მინის ქილაში და შედგით მაცივარში 3-4 საათით. სასურველია თუკი მთელი ღამით დატოვებთ. დილას წაუსვით პურის ნაჭერზე ან ორცხობილაზე და ყავასთნ ან ჩაისთან ერთად მიირთვით.