რითი გამოირჩევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ლოგინში

რითი გამოირჩევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ლოგინში
ადამიანის პირადი ცხოვრება უნიკალური და განუმეორებელია, მაგრამ FACEPAPARAZZI-მ იპოვა განსაზღვრული კანონზომილება ადამიანის ზოდიაქოს ნიშანსა და ლოგინში ქცევას შორის. შეიტყვეთ თქვენც!

ვერძი

ვერძისთვის მთავარია მიზნის მიღწევა. მათი წარმოუდგენელი ენერგეტიკა მხოლოდ და მხოლოდ მიზნიკსკენაა მიმართული და არა სიამოვნების მიღებისკენ. ბევრს ეს მოსწონს, რადგან ყველას როდი უყვარს ეფექტური ფინალები.

კურო

კუროებს იშვიათი თვისება ახასიათებს: მათ სჩვევიათ მეტის გაცემა, ვიდრე მიღება. და ამან არ შეიძლება არ გაგახაროს! თუ ბედმა წილად კურო გარგუნათ პარტნიორის სახით, მოემზადეთ სიამოვნების კორიანტელის მისაღებად.

ტყუპები

უბრალოდ გაიგეთ და მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ტყუპების ხასიათისა და ქცევის შეცვლა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი ფეხით ადგა ის დილით. ტყუპებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან რბილი, ან ძალიან უხეში, ზარმაცი ან ვნებიანი - თანაც ყველაფერი ერთდროულად.

კირჩხიბი

გიყვართ წესების დამორჩილება და გეგმის მიხედვით მოქმედება? მაშინ, კირჩხიბი იდეალური პარტნიორია თქვენთვის. ის არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს გეგმას, ამასთან მთელ სულსა და გულს ჩადებს სიყვარულში. მოიხედავად იმისა, რომ კირჩხიბს ექსპერიმენტები არ უყვარს, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხდება.

ლომი

ლომი მტაცებელია, თქვე კი - მსხვერპლი, და სხვა ვარიანტი არც განიხილება! ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მეფეს სურს. მაგრამ დარწმუნებული იყავით, თქვენ ეს მოგეწონებათ და გამეორება მოგინდებათ.

ქალწული

მოემზადეთ სილამაზისა და ჰარმონიის სამყაროში მოგზაურობისთვის. ყველაფერი ნაზი ალერსით დაიწყება, მაგრამ ქალწული ჯერ თავის თეთრეულს სპეციალურ უჯრაში შეინახავს, რის მერეც ბოლოს და ბოლოს ყურადღებას მოგაქცევთ. ყველაფერი პედანტურად იქნება, მაგრამ მერე... მერე დაიწყება ნამდვილი ვნებათა ღელვა.

სასწორი

ყოველი თქვენი მოძრაობა, ყოველი ამოსუნთქვა, სასწორის მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ისინი ამ მნიშვნელოვან მისიას შემოქმედებითად უდგებიან, ამასთან სრულებით უარყოფენ ყოველგვარ სტანდარტებსა და შეზღუდვას.

მორიელი

მორიელთან გატარებული ღამე ცეცხლთან თამაშს ჰგავს. თქვენ აღივსებით ვნებით, სიამოვნებით და ეს უსასრულოდ გაგრძელდება. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, მორიელმა სასურველი შედეგი არ მიიღოს. თუ თქვენგან იგივეს არ მიიღებს, შურისძიება მკაცრი იქნება. ამიტომ, მოემზადეთ და გაეცით იგივე, რასაც მორიელისგან იღებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანისთვის ლოგინი მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო დანამატია. მაგრამ თუ საქმე ლოგინამდე მივიდა, ყველაფერი იდეალურად უნდა წარიმართოს. თუკი შეძელით და ჩაწვდით, რას ნიშნავს ეს ”იდეალური”, შეგრძნებებისა და გრძნობების ნამდვილი ფოიერვერკი გელოდებათ.

თხის რქა

ლოგინი ბრძოლის ველია, თქვენ კი მთავარი მოწინააღმდეგე. პირველობისთვის ბრძოლაში თხის რქა ხშირად სინამდვილის აღქმას კარგავს და შეჯიბრზე გადადის. არავის უთქვამს, რომ მიზანდასახულობა ცუდი თვისებაა...

მერწყული

ტყე, ზღვა, სახლის სახურავი - მერწყულისთვის ყველა ადგილი მისაღები და მოხერხებულია სასიყვარულო თამაშებისთვის. ის მუდამ და ყველგან მზად არის მოქმედებისთვის. მერწყულთან ნამდვილად არ მოიწყენთ.

თევზები

თევზებისთვის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია - ხარისხი. ისინი იმოქმედებენ იდეალურად, თქვენგანაც იგივე მოითხოვება. თევზებს არ უყვართ ნაკლი, ამიტომ ეცადეთ მისი სტანდარტების შესაბამებას. შესაძლოა, ამით ღმერთები მოიპოვოთ.