როგორ მოვიშოროთ კბილი ნადები სულ რაღაც 5 წუთში სტომატოლოგის ვიზიტის გარეშე

როგორ მოვიშოროთ კბილი ნადები სულ რაღაც 5 წუთში სტომატოლოგის ვიზიტის გარეშე
კბილის ნადები მიეკუთვნება კბილის რბილ დანალექს, რომელიც გროვდება კბილების ყელთან და კბილთაშორის შუალედებში. ის შედგება მრავალი მიკროორგანიზმისგან, ნერწყვის წებოვანი ელემენტებისგან (მუცინისგან), ცილებისა და ნახშირწყლებისგან, ასევე პირის ღრუს მუდმივად ჩამოფცქვნადი ეპითელიუმის უჯრედებისგან.

ყველაზე ხშირად კბილებზე ყვითელი ნადები აღენიშნებათ მწეველებს, რაც ნიკოტინის დაგროვებითაა განპირობებული. ის ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევენ, ასევე ხშირად იტანჯებიან ანალოგიური პრობლემისგან. ექიმების თქმით, კბილებზე ნადების გაჩენა პირის ღრუს სხვა სერიოზული დაავადებებისა და ინფექციების ადრეული ეტაპია.

პირის ღრუსთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევის პროცედურა არც თუ ისე დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, უამრავი ადამიანი არიდებს თავს სტომატოლოგთან ვიზიტს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის ჩვენ სასხიარულო ამბავი გვაქვს: ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით უმარტივესი საშუალების დამზადებას, რომელიც რამდენიმე წუთში მოგაშორებთ კბილის ნადებს, თანაც მის მომზადებას მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:
  • 0.5 ლიტრი წყალი;
  • 60 გრამი კაკლის ნაჭუჭის ფხვნილი;

ინსტრუქცია:

ჩაყარეთ წყალში 60 გრამი კაკლის ნაჭუჭის ფხვნილი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. თქვენ უნდა მიიღოთ კბილის პასტის მსგავსი მასა. მიღებული საშუალებით გამოიხეხეთ კბილები თვეში 2-ჯერ.

დამატებითი რჩევები:

  • გაიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ, თუ გსურთ შეუნარჩუნოთ მათ სიჯანსაღე.
  • აუცილებლად გაისუფთავეთ კბილებს შორის არსებული სივრცეები სპეციალური ძაფის დახმარებით.
  • სხვადასხვა სერიოზული დაავადებების პრევენციისთვის მიმართეთ სტომატოლოგს ყოველ 6 თვეში ერთხელ.