ტორტი ნაპოლეონი

ტორტი ნაპოლეონი
თუკი ეს ხრაშუნა ტორტი გიყვართ, მაშინ ამ რეცეპტით მომზადებული ნაპოლეონი კიდევ უფრო მოგეწონებათ. სწორედ ამიტომ შეარჩია იგი თქვენთვის FPAPARAZZI-ის რედაქციამ.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 5 ჭიქა
  • მარგარინი- 400 გ
  • რძე- 1 ჭიქა (250გ)

კრემისთვის დაგჭირდებათ:
  • რძე- 2 ჭიქა
  • კარაქი- 250 გ
  • 3 კვერცხის გული
  • 2 ჭიქა შაქარი
  • ფქვილი-3 ჭიქა

მომზადება:
ცომი:
კარგად აუერიეთ ერთმანეთში გახეხილი მარგარინი და ფქვილი, დაასხით რძე და როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გაყავით 14 თანაბარ ნაწილად და 30 წუთით შედგით მაცივარში. შემდეგ გამოიღეთ ცომი, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ სასურველი ფორმის ლითონის ფირფიტაზე. აცხვეთ 200გ-მდე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთის განმავლობაში. როდესაც ცხობას დაასრულებთ, გვერდები დანით გაუსწორეთ, მორჩენილი ნაჭრები დაფხვენთ და შეინახეთ ტორტის მოსართავად.
კრემისთვის:
კვერცხის გულები ათქვიფეთ 3 ს.კ შაქართან და ფქვილთან ერთად, დაუმატეთ ცოტა რძე. გაათხელეთ დაახლოებით კისელის კონსისტენციამდე. დარჩენილი რძე და შაქარი ერთმანეთში აურიეთ და აადურეთ. შემდეგ კი ნელ- ნელა შეურიეთ კვერცხის გულებიან მასას. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ მანამ, სანამ ადუღდება.
კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა შეურიეთ ბოლომდე გაციებულ კრემს.
მზა კრემი წაუსვით ნაპოლეონის ყველა ფენს. ტორტი მორთეთ მორჩენილი ნაფხვენებით ან კენკრით.
გემრიელად მიირთვით