იაპონური 14 დღიანი დიეტა: მინუს 8 კილოგრამი 2 კვირაში!

იაპონური 14 დღიანი დიეტა: მინუს 8 კილოგრამი 2 კვირაში!
ამ 14 დღიანმა იაპონურმა დიეტამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მისი ეფექტურობითაა განპირობებული. გარდა იმისა, რომ კვების ეს რაციონი გარანტირებულ შედეგს მოგცემთ, თქვენ ამ შედეგის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას შეძლებთ.

იაპონური 14 დღიანი დიეტის მთავარი მახასიათებლები:

ხანგრძლივობა - 14 დღე.
შედეგი - მინუს 5-8 კგ.
სიხშირე - დაიცავით ეს დიეტა მაქსიმუმ 2-ჯერ წელიწადში.
დამატებითი ეფექტი - თქვენ შეძლებთ მიღებული შედეგის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას.

დიეტა უკუჩვენებითია ორსულთათვის, მეძუძური ქალბატონებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც გასტრიტისგან, კუჭის წყლულოვანი დაავადებებისგან, თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯებიან. დიეტის დაცვამდე რეკომენდირებულია ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა.

მენიუ:
  • 1 შეფუთვა მაღალხარისხიანი ყავა.
  • 1 შეფუთვა მწვანე ჩაი ყოველგვარი დანამატებისა და არომატიზატორების გარეშე.
  • 20 კვერცხი.
  • 2 კგ თევზის ფილე.
  • 1 კგ საქონლის მჭლე ხორცი.
  • 1 კგ ქათმის ფილე.
  • 500 მლ ზეითუნის ზეთი.
  • 2 საშუალო ზომის კომბოსტო.
  • 2-3 კგ სტაფილო.
  • 1 კგ ყაბაყი და ბადრიჯანი.
  • 1 კგ ნებისმიერი ხილი გარდა ბანანისა და ყურძენისა.
  • 1 ლიტრი პომიდვრის წვენი.
  • 1 ლიტრი ტომატის წვენი.
  • 1 ლიტრი უცხიმო კეფირი.
  • 2 ლიმონი.

იაპონური 14 დღიანი დიეტა: სრული მენიუ

პირველი დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტო მცენარეული ზეთით და 1 ჭიქა ტომატის წვენით.
  • ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ან შემწვარი თევზის ფილე.

მეორე დღე

  • საუზმე: 1 ნაჭერი ტოსტერში გამომცხავრი პური და უშაქრო ყავა.
  • სადილი: 200 გრამი მოხარშული ან შემწვარი თევზის ფილე და მოხარშული კომბოსტო მცენარეული ზეთით.
  • ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ჭიქა კეფირი.

მესამე დღე:

  • საუზმე: 1 ნაჭერი ტოსტერში გამომცხავრი პური ან გალეტი დანამატების გარეშე.
  • სადილი: განუსაზღვრელი რაოდენობისთ მცენარეულ ზეთზე შემწვარი ყაბაყი ან ბადრიჯანი
  • ვახშამი: 200 გრამი უმარილო მოხარშული საქონლის ხორცი, ნედლი კომბოსტო მცენარეული ზეთით და 2 მოხარშული კვერცხი.

მეოთხე დღე:

  • საუზმე: საშუალო ზომის უმი სტაფილო 1 ლიმონის წვენით.
  • სადილი: 200 გრამი მოხარშული ან შემწვარი თევზის ფილე და 1 ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

მეხუთე დღე:

  • საუზმე: საშუალო ზომის ნედლი სტაფილო ერთი ლიმონის წვენით.
  • სადილი: მოხარშული თევზი 1 ჭიქა ტომატის წვენთან ერთად.
  • ვახშამი: 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

მეექვსე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 500 გ უმარილო მოხარშული ქათამი უმი სტაფილოსა და კომბოსტოს სალათით და მცენარეული ზეთით.
  • ვახშამი: საშუალო ზომის უმი სტაფილო და 2 მოხარშული კვერცხი.

მეშვიდე დღე:

  • საუზმე: მწვანე ჩაი.
  • სადილი: 200 გ უმარილო მოხარშული საქონლის ხორცი.
  • ვახშამი: ან 200 გრამი სასურველი ხილი, ან 200 გრამი მოხარშული თევზი, ან 2 მოხარშული კვერცხი მცენარეული ზეთით და 1 ნედლი სტაფილოთი, ან 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი. არჩევანი თქვენზეა!

მერვე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 500 გ უმარილო მოხარშული ქათამის ფილე ნედლი სტაფილოთი, კომბოსტოს სალათით და მცენარეული ზეთით.
  • ვახშამი: საშუალო ზომის უმი სტაფილო და 2 მოხარშული კვერცხი.

მეცხრე დღე:

  • საუზმე: საშუალო ზომის სტაფილო 1 ლიმონის წვენით.
  • სადილი: 200 გრამი მოხარშული ან შემწვარი თევზი და 1 ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

მეათე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 50 გ ყველი, 3 საშუალო ზომის უმი სტაფილო მცენარეული ზეთით და 1 მოხარშული კვერცხი.
  • ვახშამი: 200 გ ნებისმიერი ხილი.

მეთერტმეტე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა და პატარა ნაჭერი ჭვავის პური.
  • სადილი: ნებისმიერი რაოდენობის მცენარეულ ზეთზე შემწვარი ყაბაყი ან ბადრიჯანი.
  • ვახშამი: 200 გ უმარილო მოხარშული ძროხის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი და უმი კომბოსტო მცენარეული ზეთით.

მეთორმეტე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა და 1 ნაჭერი ჭვავის პური.
  • სადილი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი უმი კომბოსტოთი და მცენარეული ზეთით.
  • ვახშამი: 100 გ უმარილო მოხარშული ძროხის ხორცი და 1 ჭიქა კეფირი.

მეცამეტე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტო მცენარეული ზეთით და 1 ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი მცენარეული ზეთით.

მეთოთხმეტე დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი და უმი კომბოსტო ზეითუნის ზეთით.
  • ვახშამი: 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი და 1 ჭიქა კეფირი.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ ამ დიეტის მათთვის გაზიარება!