5 ყველაზე ”მავნე” ზოდიაქოს ნიშანი

5 ყველაზე ”მავნე” ზოდიაქოს ნიშანი
თითოეულ ადამიანს გააჩნია რაღაც ნაკლი, მაგრამ არსებობს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ხასიათს რბილს ვერ ვუწოდებთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათთან შეხვედრის შემდეგ სულიერი ჭრილობები გრჩება...

ტყუპები

ყოველდღიური ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება, და ყოველდღე ახალი ადამიანი მოგევლინებათ, ამასთან, ეს ცვლილებები ყოველთვის კარგი როდია. მაგრამ ნუ ეცდებით ამის დამარცხებას, რადგან თავად ტყუპების არსს შეერკინებით, რაც კარგს არაფერს მოასწავებს. მიიღეთ ის როგორც მსახიობი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება თეატრია, მას კი ერთდროულად რამდენიმე როლი ანდეს.

ვერძი

ყველაზე იმპულსურები, ყველაზე ცელქები და ყველაზე ჯიუტები, რომელთაც გზაზე ყველაფრის განადგურება შეუძლიათ, ისიც კი, რათ მათთვის იყო აშენებული. ეს დამანგრეველი და უკონტროლო ძალა ნებისმიერ ურთიერთობას პრობლემებს შეუქმნის. ვერძების მთავარი მოწოდება - დაანგრიო ძველი, რათა ააგო ახალი, ასე რომ, მოგიწევთ, შეეგუოთ მუდმივ ავანტიურებსა და ცვლილებებს.

მშვილდოსანი

საკუთარ თავზე შეყვარებული მზაკვარი მონადირე, რომელიც უფლებას არ გაძლევს, შეცდომა დაუშვა. არცერთი პატარა დეტალი და ცდომილება არ გამოეპარება მის თვალს. ის მუდამ შეგახსენებთ შეცდომებს, თუმცა ისე ლამაზად და დელიკატურად, რომ არც კი გეწყინებათ. არასოდეს აწყენინოთ მშვილდოსნებს, რადგან პასუხი ძალზედ არაპროპორციული იქნება.

მერწყული

დამოუკიდებლობის ქარი, რომელიც მერწყულში შინაგანად დაქრის, დიდ ზეგავლენას ახდენს თავად ”ქარის მბრძანებელზე”. მისი გაკონტროლება შეუძლებელია, ის მუდამ იქ იმყოფება, სადაც თვითონ გადაწყვეტს, და აკეთებს იმას, რაც თავად სურს. ყოველი ქმედება, ყოველი ამოსუნთქვა - მისი პირადი არჩევანია. ნუ ეცდებით მის მოთვინიერებას, ამაზე აუცილებლად ინანებთ...

მორიელი

მორიელის ტვინი მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემთ არცერთი წამით. თუნდაც სანაცნობო ან სამეგობრო წრეში ყველაზე ჭკვიანი იყოთ, მორიელის გვერდით თავს მაინც სრულ იდიოტად იგრძნობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები იცით, უბრალოდ, მორიელს სჩვევია იდეალური ლოგიკური ჯაჭვის გაბმა, რომელსაც სწორ პასუხამდე მიჰყავხარ.