როგორ აღწევენ სხეულის იდეალურ ფორმებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენლები

როგორ აღწევენ სხეულის იდეალურ ფორმებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენლები
წონაში კლების პროცესი - ხანგრძლივი და რთული პროცესია. შეიტყვეთ FPAPARAZZI-სგან, თუ როგორ აღწევს სხეულის იდეალურ ფორმებს თითოეული თქვენთაგანი.

ვერძი

დიეტა - აკრძალვაა, ვერძები კი ნებისმიერ აკრძალვას ვერ იტანენ. თუნდაც მათ გადაწყვიტონ საკუთარი თავის ტანჯვა და დიეტის დაცვა, გარშემომყოფები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ვერძებმა შიმშილი და გარიყულობა არ იგრძნონ.

კურო

კუროებს შეუძლიათ ბედს შეეგუონ და უგემური საკვები მიირთვან, მაგრამ ცოტა საკვების მიღება - ფანტასტიკის სფეროდანაა! ამიტომაც, მათი დიეტა ყველანაირი ხილისა და ბოსტნეულის უზომოდ ჭამად იქცევა. მსგავსი ”დიეტის” რამდენიმე დღიანი დაცვის შემდეგ, კურო გადაწყვეტს, რომ საკმარისად იტანჯა და ყიდულობს 2 ზომით პატარა ტანსაცმელს, რაშიც, რა თქმა უნდა, ვერ ეტევა. რის მერეც წრე კვლავაც და კვლავაც დატრიალდება.

ტყუპები

ყველა ვალდებულია, ტყუპების დიეტის პროცესში ჩაერთოს, სხვაგვარად ეს რიტუალი ძალას კარგავს. ტყუპები ამ გამოცდას აქცევენ შეჯიბრად ხმამაღალი ლოზუნგით ”ვიკლებთ წონაში ერთად!”. ყველა აენთება ამ იდეით და ეცდება წონაში დაიკლოს, ტყუპები კი ამ ეპოპეის არსებობაზე 2 საათში ივიწყებენ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს არ სჯერათ დიეტების. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გახდომა მხოლოდ ერთი ხერხით შეიძლება: შეცვალო კვების პრინციპები ერთხელ და სამუდამოდ. დიახ, დიახ, სამუდამოდ! სხვა არაფერი გიშველის, დიეტა კი ზღაპარია სულელებისთვის. ამიტომაც კირჩხიბი ვეგეტარიანელობას გადაწყვეტს. მთავარია, კვების იდეა სულიერ ფასეულობაზე იყოს დაფუძნებული, და არა საკვების სწორი მონელების მოსაწყენ და უსიამოვნო ისტორიაზე. შემდეგ, კირჩხიბი იწყებს წინაღობების გადალახვას. მისი მისია ხომ ადამიანებისთვის სინათლის მოტანაა! რა თქმა უნდა, ამასთან კირჩხიბს საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დრო არ რჩება. ამიტომაც მიირთმევს შოკოლადსა და ორცხობილას. მაგრამ წონაში იკლებს. ქადაგებები ხომ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს!

ლომი


ლომები მასშტაბურად იკლებენ წონაში. რაციონის შეზღუდვა და ვარჯიში - ეს უფერული თაგუნებისთვისაა, ლომი კი ასეთი არაა. იგი ექზოტიკური ხილის კალათას უკვეთავს (ამბობენ, ცხიმს წვავსო), ყიდულობს გასახდომ გაჯეტებს, ყველაზე ძვირად ღირებული ფინტეს-კლუბის აბონემენტს და ბოლო მოდელის სპორტულ ფეხსაცმელს. და დაუყოვნებლივ იყვანს პირად მწვრთნელს. აი, მწვრთნელთან კი რთული ამოცანის წინაშე დგება: აირჩიოს ლამაზი თუ მისტერ ოლიმპია. შემდეგ კი ლომი სწრაფად იკლებს წონაში, რადგან ფული მხოლოდ სწრაფად ხსნადი სუპებისთვის რჩება.

ქალწული

ქალწულებს წარმოუდგენლად სერიოზული მიდგომა აქვთ დიეტის მიმართაც კი. ისინი აუცილებლად დაუთმობენ 2 კვირას მაინც დიეტოლოგიის კურსების შესწავლას, რის შემდეგაც ჩაატარებენ უამრავ კვლევას, რათა გამოიყვანონ კვებისა და ფიზიკური დატვირთვის შეთავსების იდეალური ფორმულა. ბოლოს კი, ყველაფერზე ხელს იქნევენ...

სასწორი

სასწორებისთვის ზედმეტი წონა ნამდვილი კატასტროფაა, რადგანაც მათ გარეგან ჰარმონიას არღვევს. როგორც ცნობილია, მათ მშვენიერების შეგრძნება გამძაფრებული აქვთ. გარდა ამისა, დარწმუნებული არიან, რომ ყველა მათ ნაკეცებს აკვირდება, რაც საშინლად მოქმედებს მათზე. სასწორი არავითარ შემთხვევაში არ წავა სპორტ-დარბაზში - ის შეიძენს ჰანტელებს და სხვა სპორტულ ინვენტარს შინ სავარჯიშოდ. რამდენიმე ხნის განმავლობაში ტკბება მათი ცქერით, ხანდახან სარბენ ბილიკსაც კი რთავს, შინაური ცხოველის გასამხიარულებლად.

მორიელი

მორიელებმა უტყუარ ხერხს მიაგნეს წონაში დასაკლებად. ფორმულა საკმაოდ მარტივია: დილით კექსი, შუადღეზე კექსი და სექსი, საღამოს სექსი. თუ არ უშველა, სრულიად გამოვრიცხოთ ცომეული! სინამდვილეში, ფორმულა კარგია, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად იტვირთავ თავს, ყოველი ახალი შეყვარებულობისას ჭამაზე საერთოდ ივიწყებ!

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ესმის, რომ ცდუნების შეწინააღმდეგება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც იგი ცდუნებას თავს არიდებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით: იღებს წიწიბურის შეკვრას, ორცხობილით სავსე ტომარას, შავ შოკოლადს და მიდის მთაში. 2 კვირით. თუ გამგზავრება შეუძლებელია, მშვილდოსანი მიდის შინაგან მონღოლეთში: უარს ამბობს წვეულებებზე, კოლეგებთან სადილობაზე და სკაიპსაც კი არ რთავს. ეს ქმედება იმდენად არატიპიურია მშვილდოსანისთვის, რომ მეგობრები პანიკას ტეხავენ, სასწრაფოდ თათბირს აწყობენ, გადაწყვეტენ, რომ მათ მეგობარს დეპრესია აქვს და შველას საჭიროებს, ყიდულობენ ტორტს და მიდიან მასთან. აი აქ კი მშვილდოსანი იწყებს წონაში კლებას, რადგან მას გასახდომად სწორი მიდგომა სჭირდება, რომელსაც საყვარელი ადამიანები უზრუნველყოფენ.

თხის რქა

თხის რქა ასკეტიზმს მიმართავს, მხოლოდ პურითა და წყლით იკვებება, ხმამაღლა განიკითხავს მსუნაგ ადამიანებს, რადგან არ შეიძლება ამდენი ჭამა! ეს ყოვლად დაუშვებელია! აი, თხის რქამ კი იცის, რომ ადამიანს გარდა პურისა და ცოტაოდენი ბრინჯისა, არაფერი სჭირდება. მაგრამ როგორც კი შუაღამე ახლოვდება, თხის რქა სცოდავს და საკუთარ სარწმუნოებას უარყოფს. საქმეში მძიმე არტილერია ერთვება: შთანთქავს ყველაფერს, რაც კი სამზარეულოში ”ცუდად დევს”.

მერწყული

მერწყულები მიჩვეული არიან ყველაფრის რადიკალურად კეთებას, ამიტომ ერთ მშვენიერ ორშაბათ დღეს (და არავითარი სხვა დღე) ისინი გადაწყვეტენ, რომ ტკბილეულობა და ცომეული წამლავს მათ ორგანიზმს, შხამსაწინააღმდეგო კი - მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეულია!

თევზები

არავითარი ფიზიკური დატვირთვა, მხოლოდ კვების შეზღუდვა. ამასთან, რამდენიმე შეზღუდვა, რადგან მხოლოდ ერთს ვერ დაეყრდნობი. დილა იწყება ”უმკაცრესი” და შესანიშნავი შოკოლადის დიეტით, და მერე წავიდააა... ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ყველა ამ ”შეზღუდვის” შემდეგ, თევზები მართლა იკლებენ წონაში. ალბათ, თვითშეგონების ბრალია...