მანსა მუსა - ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი

მანსა მუსა - ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი
სანამ XIV საუკუნეში ევროპას ომები და შავი ჭირი არყევდა, დასავლეთ აფრიკაში მალის იმპერია ჰყვაოდა. იმჟამინდელ მმართველს, მანსა მუსას გააჩნდა წარმოუდგენელი ქონება, რომელმაც ის ყველა დროის უმდიდრეს ადამიანად აქცია.

მანსა მუსამ მსოფლიოში სახელი გაითქვა მექაში მომლოცველობით, რომელსაც იგი 1324-1325-წლებში ასრულებდა. უდაბნოში ქარავანი მიდიოდა, რომელიც 10 000 ჯარისკაცისგან, 30 000 სამოქალაქო პირისგან, 12 000 მონისგან და 500 გამომცხადებლისგან შედგებოდა, რომლებიც მეფის მოახლოვებას ამცნობდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი უზარმაზარი ქარავანი რჩენას საჭიროებდა, ამიტომაც ისტორიული ქრონიკების თანახმად, მანსა მუსას გზაში 12 000 კილოგრამზე მეტი ოქრო მიჰქონდა.

მანსა მუსა - ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი

საჰარის გადაკვეთისას, მმართველი საკუთარ თავს და მეუღლეს სიამოვნებას არ აკლებდა. მათთვის ყოველდღიურად მზადდებოდა საუცხოო კერძები, მეუღლეს ყველა სურვილს უსრულებდა. ერთხელ ნიერიბა კონდემ აუზში ბანაობა მოისურვა. 8700-მა მონამ უმალვე დაიწყო ქვიშის ამოთხრა, დილით კი დედოფალი და 500 თანმხლები გოგონა უკვე ცურავდა ტიკებიდან ჩამოსხმული წყლით სავსე აუზში.

მანსა მუსას მომლოცველობა დაახლოებით 1 წელიწადს გაგრძელდა. ყოველ ქალაქში, სადაც პარასკევობით ჩერდებოდა, მუსა მეჩეთის აშენებას უბრძანებდა. უპოვარებს ოქროს ურიგებდა, ყიდულობდა საქონელს ძალიან მაღალ ფასად. ამის გამო მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსხვილ ქალაქებში - კაიროში, მექასა და მედინაში ოქროს დევალვაცია მოხდა.

მალის ხაზინის ძირითადი შემოსავალი ოქროსა და მარილის მოპოვება გახლდათ. საბედნიეროდ, ქვეყნის მეთაური მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არ ზრუნავდა - მან ქვეყანა და მოსახლეობა ააყვავა. შეიქმნა მსხვილი უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, ყველგან მეჩეთს აშენებდნენ. მუსა მიმტევებელი იყო მათ კერპთაყვანისმცემლების მიმართ, რომლებსაც ისლამის მიღება არ სურდათ. ეს გახლდათ ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.



მანსა მუსას მმართველობის პერიოდს ”ოქროს ხანას” უწოდებენ. 2012 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მუსამ ისტორიაში ყველაზე უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველი ადგილი დაიკავა, რითიც როკფელერებსა და როტშილდებს გაუსწრო. მისი ქონება 400 მილიარდი დოლარად შეაფასეს.