ადრეული ნიშნები იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას გთხოვთ. არ დააიგნოროთ!

ადრეული ნიშნები იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას გთხოვთ. არ დააიგნოროთ!
ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი განიცდის მაგნიუმის დეფიციტს. ამ მინარელას უდიდესი მნისვნელობა ენიჭება ჩვენი საერთო ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ორგანიზმის თითოეული უჯრედის შემადგენელი უმნიშნელოვანესი ნაწილია. სწორედ ეს მინერალია პასუხისმგებელი ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტ მეტაბოლიკურ პროცესზე.

თანამედროვე ცხოვრების სტილი აიძულებს ჩვენს ორგანიზმს საკვები ნივთიერებების მარაგის გამოყენებას, რათა გაუმკლავდეს სტრესს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზმი მოიხმარს გაცილებით მეტ მაგნიუმს, ვიდრე წესით და რიგით უნდა გამოიყენებდეს. ამ მინერალის რეკომენდირებული დღიური დოზაა 500-1000 მილიგრამი.

მაგნიუმის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული ნიშნები:
  • გულის დაავადებები;
  • გაღიზიანებადობა;
  • სახის სპაზმი;
  • უძილობა;
  • ოსტეოპოროზი;
  • სისხლის შედედება;
  • სისხლში შაქრის არასტაბილური შემცევლობა;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • შაკიკი;
  • ფეხის კრუნჩხვები;
  • მშფოთვარება და დეპრესია;

მაგნიუმის რეგულარულად მიღება გვეხმარება ალცჰეიმერის დაავადების გამკლავებაში, ხოლო ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, თავის ტვინში ამ მინერალის დეფიციტს მივყავართ პარკინსონის დაავადებამდე.

გარდა ამისა, მაგნიუმის დეფიციტი დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებთან, როგორებიცაა: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი. ამ მინერალის დეფიციტის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ინსულინს, რის შედეგადაც დამატებითი რაოდენობით გლუკოზა ხვდება უჯრედებში და იწვევს ანთებას.

სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშველოვანია საკუთარი კვების რაციონის მაგნიუმით გამდიდრება. ამ მინერალის შემცველი პროდუქტებია: შავი შოკოლადი, თხილეული, ავოკადო, თევზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ლობიო და ა.შ.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მაგნიუმის დანამატების მიღება, თუმცა აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ იყენებთ მაღალხარისხიან ნაწარმს. დარწმუნდით, რომ თქვენი დანამატები შეიცავს ვიტამინს B6-ს.

მაგნიუმის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის:

  • ხსნის კუნთების დაღლილობას;
  • გვეხმარება პრემენსტრუაციული ტკივილისა და თავის ტკივილის დროს.
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
  • კურნავს ფიბრომიალგიას.
  • ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით.
  • კურნავს დეპრესიასა და დაბუჟებას.
  • გვეხმარება მშფოთვარების, სტრესის, დეპრესიის და გაფანტული გონების დროს.
  • ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს.
  • ეხმარება გულს გამართულად ფუნქციონირებაში.
  • აკონტროლებს არითმიას.
  • გვეხმარება შაკიკის დროს.
  • ამაღლებს სპორტსმენების უნარქმედებიანობას.