ბეზეს ტორტი „პავლოვა“ - მსუბუქი და ნაზი დესერტი

ბეზეს ტორტი „პავლოვა“ - მსუბუქი და ნაზი დესერტი
უნაზესი და უგემრიელესი ბეზეს დესერტი fpaparazzi-სგან. აუცილებლად სცადეთ და გააოცეთ სტუმრები.
საჭირო მასალა:
  • 4 კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქარი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 2 ჩ/კ ძმარი
  • ვანილი
  • 35 %-იანი ნაღები 300 გ
  • სასურველი ხილი (ძალიან უხდება კენკრა)

მომზადება:
ათქვიფეთ ბეზე კვერცხისა და ცილისგან,, დაუმატეთ სახამებელი და ძმარი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მასზე წრის ფორმად ბეზე.
აცხვეთ 100-10 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი.
უნდა გამოვიდეს გარედან ხრაშუნა და შიგნით კი ნაზი, სუფლეს მსგავსი ბეზე.
გამომცხვარი ბეზე დატოვეთ ღუმელში გასაცივებლად.
ამასობაში ათავიფეთ ნაღები. გაანაწილეთ გამომცხვარ ბეზეზე და მორთეთ სასურველი ხილით.