გამომცხვარი ვაშლები ხაჭოთი

გამომცხვარი ვაშლები ხაჭოთი
FPAPARAZZI-მა ეს რეცეპტი ახალბედა დიასახლისებისთვის შეარჩია. მისი მომზადება ისეთი მარტივია, რომ აუცილებლად გამოგივათ. თანაც ვაშლები ხაჭოთი ძალიან გემრიელია და სასარგებლოც.
საჭირო მასალა:
  • ვაშლი 3 ცალი
  • ხაჭო 150გ
  • 1 კვერცხის გული
  • შაქრის პუდრი ან თაფლი - 2ს.კ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • სახამებელი - 1ჩ.კ

მომზადების წესი:
დესერტის მოსამზადებლად უმჯობესია თუკი ერთი ზომის ვაშლს შეარჩევთ. მოაჭერით მათ თავები და კოვზით ფრთხილად ამოიღეთ შიგთავსი.

ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, შაქრის პუდრი, სახამებელი, ვანილი და კვერცხის გული. თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიშიც.
საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი, დააწყვეთ მასზე ვაშლები და ბოლომდე გაავსეთ გულსართით.
აცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
უმჯობესია თუკი დესერტს თბილს მიირთმევთ. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით.