როგორ დავუწიოთ მაღალი ტემპერატურა პატარას. აბოსლიტურად უსაფრთხოა!

როგორ დავუწიოთ მაღალი ტემპერატურა პატარას. აბოსლიტურად უსაფრთხოა!
სხეულის მომატებული ტემპერატურა - ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ირთვება მექანიმზები, რომლებიც ახშობს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას, გამოდევნის სხეულიდან მათ ნარჩენებს და ააქტიურებს ინტერფერონის გამომუშავებას.

ექიმების თქმით, არ არის რეკომენდირებული ტემპერატურის დაწევაზე ზრუნვა, თუ თერმომეტრზე მაჩვენებელბა 38–38,5 გრადუსს არ მიაღწია. შედარებით დაბალი ტემპერატურის პირობებში აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

თუ თერმომეტრის მაჩვენებელი 38,5 გრადუსს აღემატება, ამ დროს თავს იჩენს ცხელება და ორგანიზმის საერთო სისუსტე, რის გამოც აუცილებელია დაუყონებლივ მისი დაწევა.

როგორ დავუწიოთ სიცხე პატარებს აბსოლიტურად უსაფრთხო მეთოდით

პარაცეტამოლისთვის, ასპირინისთვის, იბუპროფენისთვის და სიცხის დამწევი სხვა პრეპარატებისთვის უამრავი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი. ეს წამლები საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ღვიძლსა და კუჭს. მათი მიღება რეკომენდირებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. საბედნიეროდ, ტემპერატურის დაწევა შესაძლებელია ნატურალური და აბსოლიტურად უსაფრთხო საშუალებების დახამრებით.

1. შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი ერთმანეთში თანაფარდობით 1:3. მიღებული ხსნარში ჩაალბეთ ხელსახოცი და გაიწმინდეთ მისი გამოყენებით შუბლი, ხელის გულები, ფეხის გულები და მაჯები.

2. დააფინეთ პატარას შუბლზე ზემოთ მოცემულ ხსნარში დასველებული პირსახოცი და შეცვალეთ ის რამდენიმე წუთში ერთხელ. ჩაურთეთ პატარას ანიმაციური ფილმი, რათა მშვიდად გადაიტანოს ეს პროცედურა.

3. თბილი სასმელები განაპირობებს ოფლდენას, რის შედეგადაც სხეულის ტემპერატურა საგრძნობლად კლებულობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია აიძულოთ პატარას მაქსიმალური რაოდნეობით სითხის მიღება.

4. გამოაღეთ ფანჯრები, რათა ოთახში ცირკულირებდეს სუფთა, ოდნავ ცივი ჰაერი.

5. იმისთვის, რომ ტემპერატურამ მაქსიმალურად სწრაფად დაიწიოს, გახადეთ ბავშვს ზედმეტი ტანსაცმელი და ჩააწვინეთ ლოგინში.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და თქვენ მაქსიმალურად ხანმოკლე დროში შეძლებთ თქვენი პატარისთვის სიცხის დაწევას. გისურვებთ, რომ თქვენი შვილები ყოველთვის ჯანმრთელები ყოფილიყვნენ!