ბანანისა და მარწყვის სმუზი

ბანანისა და მარწყვის სმუზი
fpaparazzi გირჩევთ, ხშირად მოამზადოთ ეს სმუზი, რადგან ის ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის და ზოგადად მთელი ორგანიზმისთვის.
საჭირო მასალა:
  • 2 მოზრდილი ბანანი
  • 2 ჭიქა მარწყვი
  • 2 ჭიქა უცხიმო ნატურალური იოგურტი

მომზადების წესი:
მარწყვი გარეცხეთ და გაარჩიეთ. გაფცქვენით ბანანი და დაჭერით. მოათავსეთ ორივე ხილი ბლენდერში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე.
დაუმატეთ იოგურტი და კვლავ ათქვიფეთ. მაშინვე ჩამოასხით ჭიქებში და მიირთვით.
გემრიელად მიირთვით.