მარწყვის ღვეზელი - ზაფხულის ჰიტი

მარწყვის ღვეზელი - ზაფხულის ჰიტი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ სანამ მარწყვის სეზონია, აუცილებლოდ ისარგებლოთ და გამოაცხოთ ეს უგემრიელესი ღვეზელი.
საჭირო მასალა:
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • ½ ჩ.კ მარილი
  • 1,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • 6 ს.კ დარბილებული კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 კვერცხი
  • ½ ჭიქა რძე
  • 450 გ მარწყვი

მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. ნამცხვრის საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და შედგით გასახურებლად.
ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ვანილი.
2 ს.კ შაქარი შეინახეთ მაწყვის დასატკბობად. დანარჩენი შაქარი კი ათქვიფეთ კარაქთან ერთად, დაუმეტეთ ლიმონის ცედრა და წვენი. მას შემდეგ, რაც ჰაეროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ კვერცხი და რძე და განაგრძეთ თქვეფა. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი მანამ, სანამ არაჟნის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. თუ ცომი გაგისქელდათ, რამდენიმე კოვზი რძე დაამატეთ გასათხელებლად.
ცომი გადაიტანეთ ცხელ საცხობ ფორმაში და დააწყვეთ მარწყვები წვეტით ქვევით. კენკრაც რაც შეიძლება ახლოს მოათავსეთ ერთმანეთთან თავზე მოაყარეთ 2 კოვზი შაქარი.
აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში ღუმელის შუა თაროზე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს 160 გ-მდე და აცხვეთ კიდევ 50წუთის განმავლობაში.
ღვეზელი მიირთვით თბილი. ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი.